პარასკევი, მაისი 2, 2025

გელა დაიაური-ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში… როგორი ცივი გახდა სამყარო შენთვის

გელა დაიაური ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე წერს

,,ჩემთვის უცნობო აჭარელი ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში… როგორი ცივი გახდა სამყარო შენთვის!!!! დიდი განსაცდელი მოგივლინა ღმერთმა. .. რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა იტრიალებს შენს გონებაში. მთელი ცხოვრება მოგიღწევს ამ ტკივილის ტარება და მასთან ერთად ცხოვრება. ძალიან მეცოდები და მტკივა შენი ტკივილი. სულით და გულით გითანაგრძნობ და ვუთანაგრძნობ ყველა გარდაცვლილის ახლობლებს და სრულიად საქართველოს!!! არ მინდოდა, ისედაც მძიმე ფონის დამძიმება, მომიტევე. უბრალოდ , თავი ვალდებულად ჩავთვალე, მცირედით მაინც გამეემხნევებინე ჩემი თანაგრძნობით!!!”-წერს გელა დაიაური.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამარ ჩიბურდანიძე: სანამ ევროპაში მძლავრობს ჩრდილოვანი მმართველობა, საქართველოში ყოველთვის იქნება არეულობის მცდელობა ამ ოპოზიციის ხელში

 პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სუს-ის 2024 წლის ანგარიშს მედიასთან ეხმიანება. "სუს-მა ანგარიშში გამოიტანა ის, რასაც თავად ამბობდნენ , ოღონდ ფაქტობრივი, დოკუმენტური დასაბუთება გააკეთა"- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ უწყების 2024 წლის ანგარიშში გამოტანილია ის ფაქტები, რასაც თავად აცხადებდნენ ოპოზიციური ლიდერები. ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა იზოლირებულია და ამას ადასტურებს დონალდ ტრამპის მრჩევლის განცხადებებიც, სადაც მან განაცხადა, რომ აშშ ევროპის უსაფრთხოებისთვის თანხებს ვეღარ გაიღებდა. „სუს-ის ანგარიშში ეჭვს ვერ შეიტანს ვერავინ იმიტომ, რომ თვითონ ოპოზიციური ლიდერები ამას ღიად აცხადებდნენ- უნდა გადავკეტოთ გზები, მოვაწყოთ ამბოხიო. იარაღზეც საუბრობდნენ - შიშველი ხელებით რევოლუციას ვერ მოვაწყობთო. აქედან გამომდინარე, სუს-მა ანგარიშში გამოიტანა ის, რასაც თავად ამბობდნენ , ოღონდ ფაქტობრივი, დოკუმენტური დასაბუთება გააკეთა. რა თქმა უნდა, მათი მიზანი არის ქვეყანაში არეულობა. სანამ ევროპას, ჯერ კიდევ, ხელმძღვანელობს და ევროპაში მძლავრობს ჩრდილოვანი მმართველობა, საქართველოში ყოველთვის იქნება არეულობის მცდელობა ამ ოპოზიციის ხელში, რადგან ეს ოპოზიცია არის მათი დაკვეთების შემსრულებელი. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ევროპაში აუცილებლად შეიცვლება სიტუაცია.დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დღეს გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება. მან თქვა, რომ ამერიკას 33 მლრდ დოლარი ვალი აქვს და ამ პირობებში, აშშ ფულს ვეღარ გაიღებს ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროპამ თავად უნდა მიხედოს თავის უსაფრთხოებას, თვითონ უნდა გააკეთოს დონაცია. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ უნდა გაემიჯნოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, როგორიც არის პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია და ა.შ. რატომ გააკეთა ასეთი განცხადება ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში? რასაც ჩვენ ვსაუბრობდით - ევროპას აქვს საფრთხე, რომ დაიშალოს, გაიყოს რამდენიმე ნაწილად და ყველაზე დიდი საფრთხე, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპად დანაწილდეს,“- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

უგანდის შეიარაღებული ძალების უფროსი მუჰოოზი კაინერუგაბა აცხადებს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი აქტივისტი სარდაფში ჰყავს, ის დაკავებულს ფიზიკური დაზიანებების მიყენებით ემუქრება

უგანდის შეიარაღებული ძალების უფროსი მუჰოოზი კაინერუგაბა აცხადებს, რომ ოპოზიციონერი აქტივისტი ედი მუტვე სარდაფში ჰყავს.ედი მუტვე, რომელიც ასევე ოპოზიციის ლიდერის, „ეროვნული ერთიანობის პლატფორმის“ წევრის, ბობი უაინის მთავარი მცველია, 27 აპრილს გაუჩინარდა. ის დედაქალაქ კამპალაში შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტების სერიაში თავდაცვის ძალების უფროსმა, ედი მუტვეს ფოტო გამოაქვეყნა.„ის ჩემს სარდაფშია… შენ შემდეგი ხარ“, – დაწერა მან ედი უაინის განცხადების პასუხად. ამასთან, ის დაკავებულს ფიზიკური დაზიანებების მიყენებით ემუქრება.51 წლის კაინერუგაბა სოციალ ქსელებში გაკეთებული სკანდალური განცხადებებით ცნობილი. 2022 წელს ის მეზობელ კენიაში ინტერვენციით დაიმუქრა. იანვარში კი ოპოზიციონერ ედი უაინს თავის მოკვეთით დაემუქრა.ყოფილი მუსიკოსი, უაინი პოპულარული პოლიტიკოსია. 2021 წლის არჩევნებში ის მეორე ადგილზე გავიდა.80 წლის იოვერი მუსევენი უგანდას 1986 წლიდან მართავს და სავარაუდოდ მომავალ წელს ხელახლა კენჭისყრას გეგმავს. ოპონენტები და უფლებადამცველები მის მთავრობას ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებულ დარღვევებში სდებენ ბრალს, მათ შორის გატაცებებსა და უკანონო დაკავებებში.გასული წლის ნოემბერში უგანდაში დააკავეს კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კიზა ბესიგე, რომელიც მუსევენის მეტოქე იყო ოთხ საპრეზიდენტო არჩევნებში. მას რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, მათ შორის სახელმწიფო ღალატის.

„იმედი მაქვს, 28 ივნისს ყველას კიდევ ერთხელ გაგახარებთ” – ილია თოფურია

28 წლის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, ესპანური ტელეკომპანია „ტელემადრიდის“ ეთერით, მიმართვას ავრცელებს.„იმედი მაქვს, 28 ივნისს ყველას კიდევ ერთხელ გაგახარებთ", – აცხადებს UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი.28 ივნისს, ლას-ვეგასში, UFC 317-ია დაგეგმილი. ჯერ უცნობია, ვინ იქნება თოფურიას მეტოქე.

ევროკომისიის წარმომადგენელი მარკუს ლამმერტი – სერბეთმა უნდა დაადასტუროს, რომ იზიარებს ჩვენს პრინციპებს, რუსეთთან ურთიერთობა ჩვეულებრივად ვერ გაგრძელდება

სერბეთმა ევროკავშირი საკუთარ სტრატეგიულ კურსში დაარწმუნოს, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, მარკუს ლამმერტს 9 მაისს მოსკოვში სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.ლამმერტის თქმით, რუსეთთან და პუტინთან ურთიერთობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ ჩვეულებრივად ვერ გაგრძელდება„ევროკავშირი ყოველთვის ნათლად გამოხატავდა პოზიციას, რომელიც უნდა გაიზიაროს ყველა წევრმა და კანდიდატმა ქვეყანამ. რუსეთთან და პუტინთან ურთიერთობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ ჩვეულებრივად ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ლამმერტმა.ლამმერტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოელის სერბეთისგან საერთო პრინციპებისა და ღირებულებების გაზიარებას, კერძოდ პუტინთან ურთიერთობა ვერ გაგრძელდება, როგორც ადრე.„სერბეთმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა და წევრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ევროკავშირს სურს, სერბეთზე, როგორც სანდო პარტნიორზე დაყრდნობა საერთო პრინციპების, ღირებულებების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხებში. ევროკავშირმა აბსოლუტურად ნათლად განუმარტა ჩვენს პარტნიორებს, განსაკუთრებით კანდიდატ ქვეყნებს, მათ შორის სერბეთს, რომ რუსეთთან ურთიერთობა ვერ დარჩება ისეთი, როგორც ჩვეულებრივ, პუტინის რეჟიმის პირობებში და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი და არაპროვოცირებული აგრესიული ომის ფონზე“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.ცნობისთვის, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ, ევროკავშირის მხრიდან მუქარის მიუხედავად, 9 მაისს მოსკოვში ჩავა. როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, ევროკავშირში უფრო აქტუალური თემაა მისი მოსკოვში ვიზიტის გეგემები, ვიდრე ომი უკრაინაში და ევროპაში ელექტრომომარაგების შეფერხებები.მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მოსკოვში ზეიმში მონაწილეობა მიუღებელია, როცა რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ხოლო ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა გააფრთხილეს ვუჩიჩი, რომ მოსკოვში ვიზიტი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.

დავით მათიკაშვილი – საქართველოში კოალიციის შექმნის შანსი არ არსებობს, კოალიციურ მთავრობას საზოგადოების სათანადო მხარდაჭერა სჭირდება, რაც რადიკალებს არ აქვთ

საქართველოში „მაიდანიზაცია“ ვერ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.მათიკაშვილის თქმით, მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყნის პროგრესს და არა „მაიდანიზაციას“.„საქართველოში „მაიდანიზაცია“ ვერ მოხდება. მათ მილიონ 120 ათასი ადამიანისგან პასუხი მიიღეს, რომელმაც მხარი ქვეყნის პროგრესს დაუჭირა და არა „მაიდანიზაციას“. კარგად ვიცით, მაიდანმა რა შედეგი მოიტანა, როგორ ჩამოიქცა უკრაინა და როგორ გახდა პროქსი ომის მონაწილე. საქართველოში ყველა ცვლილება კონსტიტუციის შესაბამისად გატარდება.რაც შეეხება კოალიციას, საქართველოში კოალიციის შექმნის შანსი არ არსებობს, რადგან ამ ექსტრემისტებს მხარდამჭერები არ ჰყავთ. კოალიციურ მთავრობას საზოგადოების სათანადო მხარდაჭერა სჭირდება, რაც რადიკალებს არ გააჩნიათ. „ქართული ოცნების“ რეიტინგი უფრო მეტია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე იყო. სალომე ზურაბიშვილის სავიზიტო ბარათი ტყუილები კი არის, მაგრამ მათ სიცრუეს ვერავინ აჰყვება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ბოლო სიახლეები