ვახტანგ გომელაური – სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, ინფორმაცია ზუსტდება
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბათუმში ნანგრევებში სავარაუდოდ ერთი გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაცია ზუსტდება.
„ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ კონტაქტურები იყვნენ ორივე. ისინი არიან საავადმყოფოში. ერთი ადამიანის ცხედარია კიდევ ნანახი, დამიზუსტებენ ახლა.
ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. თუმცა, ვმუშაობთ მთელი ღამე და ხვალამდეც გაგრძელდება, ვიდრე ბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს. ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, რომ ჩვენი მუშაობით, თუ გადარჩენილია ადამიანი, არ დაიღუპოს. ორ კორპუსს შუა დგას ეს კორპუსი. მუშაობს ტექნიკა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეიძლება მალე მოხდეს ბეტონების და სინკარების გადმოლაგება. თუ ცოცხალი ადამიანი გადარჩა, სწრაფად რომ ვუშველოთ და გადავიყვანოთ საავადმყოფოში.
ჩვენი ინფორმაციით, უნდა იყვნენ დაახლოებით ორი ან სამი ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ვერ გიდასტურებთ ჯერ ვერაფერს.
როგორც მე მომახსენეს მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი უნდა იყოს ნანახი, 100 პროცენტით ვერ გიდასტურებთ. სავარაუდოდ ადამიანის ცხედარია. მუშაობენ, რომ აწიონ სინკარები და ნახონ, სავარაუდოდ გარდაცვლილი უნდა იყოს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვახტანგ გომელაურმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბესო ჩუბინიძე ავრცელებს. „მშვიდობით „გიგილო“. ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. მსახიობს ბოლო პერიოდში კიბოს მძიმე...
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება – ლევან ფხაკაძე
ბიზნესმენი ლევან ფხაკაძე წერილს ავრცელებს და მიმდინარე მოვლენების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს. „ის რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპა და ევროპული...
გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ – ხვიჩა მაქაცარია
ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია განცხადებას ავრცელებს. „გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ! მე, როგორც საქართველოში ერთერთი ყველაზე...
დავით ევგენიძე – მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ
მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი, – ამის შესახებ კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „რანინა“...
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, სცენასთან მისვლას ითხოვენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ [ფოტო]
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დააანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენასთან მისვლა სცადეს. როგორც...
LIVE: პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა - დაპირისპირება აქციის მონაწილეების მხრიდან საქართველოს პარლამენტთან ჯებირებით შემოღობილ სცენაზე ასვლის მოთხოვნას მოჰყვა. ამ...