ორშაბათი, მარტი 16, 2026

მსახიობი ამირან ქადეიშვილი 85 წლისა გარდაიცვალა

საქართველოს დამსახურებული არტისტი ამირან ქადეიშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლისა გარდაიცვალა.

ქადეიშვილი 1953-1985 წლებში მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ „ძველი სახლის“ სცენაზე.

1970 წლიდან მუშაობდა კინოში, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში.

2018 წელს ამირან ქადეიშვილს გადაეცა ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას

ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას მერცმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში არ უნდა დაუშვან, რომ რეგიონი უსასრულო ომში ჩაითრიონ, რომელსაც გაურკვეველი მიზნები აქვს.„სამხედრო მოქმედებების ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში. იგივე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ირანში ჩამოიშლება სახელმწიფო წესრიგი, ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფოებრიობა და ეკონომიკა. ამიტომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, მკაფიო გეგმითა და სტრატეგიით“, – აღნიშნა მერცმა.გერმანიის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ვიდრე ომი გაგრძელდება, გერმანია არ მიიღებს სამხედრო გზით მონაწილეობას, მათ შორის არც ჰორმუზის სრუტეში.„ამ დრომდე არც ის ვიცით, საერთოდ როგორ შეიძლება, წარმატებით განხორციელდეს მსგავსი ოპერაცია“, – განაცხადა კანცლერმა.

დონალდ ტრამპი – ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება, გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც გვყოფნის

ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება, ჩვენ გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც თავად გვყოფნის, ეს ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა ჩინეთი აშშ-სთან ერთად იმუშაოს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ისინი თავიანთი ნავთობის დაახლოებით 91 პროცენტს ჰორმუზის სრუტიდან იღებენ, იმ სრუტიდან, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვიცავდით და ყოველთვის მაწუხებდა ერთი რამ, გვყავს ქვეყნები, მაგალითად იაპონია, რომელიც თავისი ნავთობის დაახლოებით 95 პროცენტს სწორედ ამ სრუტიდან იღებს. ყოველთვის მაოცებდა, რომ ჩვენ ვიცავთ მათ, მაშინ როცა ის ჩვენთვის აუცილებლობასაც კი არ წარმოადგენს. ჩვენ ის სრუტე არც იქამდე გვჭირდებოდა. ამ სრუტეს დაახლოებით 10 პროცენტით ვიყენებდით. ახლა კი თითქმის ნულზე ვართ ჩამოსული. ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება. ჩვენ გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც თავად გვყოფნის. ეს ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსია. ნავთობის წარმოების მხრივ ჩვენ ორჯერ მეტს ვაწარმოებთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ფაქტობრივად, ორჯერ მეტს, ვიდრე ვინმე სხვა მსოფლიოში. ამიტომ, ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა, მაგრამ მაინც ვაკეთებდით“, – თქვა ტრამპმა.

იტალია მილიონობით ადამიანის მოქალაქეობის გაუქმებას გეგმავს

იტალიაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიზღუდოს მოქალაქეობის მიღება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური ფესვების მქონეები არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ.  მთავრობამ ეს კანონი 2025 წლის მარტში მიიღო.სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გამოცხადდება, მაგრამ კანონი სავარაუდოდ ძალაში დარჩება.როგორ მუშაობდა ადრე მოქალაქეობის მიღება იტალიაში:იტალიაში 1861 წლიდან მოქმედებდა პრინციპი სისხლის უფლება. ეს ნიშნავდა, რომ:თუ შენი წინაპარი იტალიის მოქალაქე იყო, მაშინ შენც შეგეძლო იტალიის მოქალაქეობის მიღება, არ ჰქონდა მნიშვნელობა სად დაიბადე.ამ წესით მილიონობით ადამიანი (მაგალითად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები იტალიელების შთამომავლები) ცდილობდნენ იტალიური პასპორტის მიღებას.რას ცვლის ახალი კანონი:ახალი წესებით მოქალაქეობას მიიღებენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისი:მშობელი ან ბებია/ბაბუა დაიბადა იტალიაში და ამ წინაპარს მხოლოდ იტალიის მოქალაქეობა ჰქონდა (არ ჰქონდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა).ანუ: თუ წინაპარი არის დიდი ბაბუა, მაშინ იტალიის მოქალაქეობას ვერ მიიღებთ.ასევე, თუ წინაპარს ორი მოქალაქეობა ჰქონდა, კანონი ამასაც ზღუდავს.

დონალდ ტრამპი – პუტინს ეშინია ჩვენი, მას არ ეშინია ევროპის, მას ეშინია ამერიკის შეერთებული შტატების

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, განცხადებით, რუსეთს არა ევროპის, არამედ აშშ-ის ეშინია. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ნატო  ჩვენ ვართ. პუტინს ეშინია ჩვენი, მას არ ეშინია ევროპის. მას ეშინია ამერიკის შეერთებული შტატების“, – განაცხადა ტრამპმა.

თორნიკე ბეროძე-სოფელ კურსების მკვიდრი:სამარადისოდ დარჩება უტკბილეს მოგონებად ჩემი ეზო,სახლი და ადამიანობის სამჭედლო, ჩემი “კურსები” ჩვენს მოგონებებში… ეს არ იყო მარტო სახლი, არც ეზო და...

თორნიკე ბეროძე-სოფელ კურსების მკვიდრი:აწმყო და წარსული...სამარადისოდ დარჩება უტკბილეს მოგონებად ჩემი ეზო,სახლი და ადამიანობის სამჭედლო, ჩემი “კურსები” ჩვენს მოგონებებში... ეს არ იყო მარტო სახლი, არც ეზო და არც მარტო კუთხე, ეს იყო სამოთხე და სიმბოლო საქართველოს ერთიანობის... ღმერთმა სიხარულით გაგითენოთ ყოველი დღე ყველას... და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უფალს, სამაშველო ჯგუფს, პოლიციას და მთავრობას, ჩემი ოჯახისა და ხალხის გადარჩენისთვის,ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ერი...როცა უბედურება კარს მოადგება ქართველებს, მხოლოდ მაშინ ვეხუტებით ერთმანეთს და ვიკრებით ერთ მუჭად, ამაზე ლამაზი ამ ქვეყნად არაფერია და მე ეს განვიცადე იმ უბედურ ღამეს...სიხარულით გაგვთენებოდეს ყოველი დღე დღეიდან მრავალჟამიერ, მიყვარხართ ყველა

ბოლო სიახლეები