სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად ასახელებს

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფონდი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სოციალურ მედიაში პოსტს აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ბედნიერები ვართ, ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელიც ახალ ფურცელს შლის და იწყებს მეორე საუნივერსიტეტო წელს, პირველი ნაბიჯებით, პატარა თუ დიდი გამოწვევებით და ბრწყინვალე წარმატებებით სავსე წლის შემდეგ“,- ნათქვამია პოსტში, რომელსაც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფონდი სოციალურ მედიაში ავრცელებს.

პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ KIU-ს ფილოსოფია „მწვანე უნივერსიტეტის“ კონცეფციაზეა დაფუძნებული და უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკით და გამოცდილებით, რაც ითვალისწინებს ინოვაციების ეკოსისტემის შექმნას და სანიმუშო სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებას რეგიონში.

„ახლა KIU ელოდება სტუდენტთა მეორე ნაკადის მიღებას, რომლებიც სწავლას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტში შეუდგებიან. ჩვენ ვამაყობთ რომ გვაქვს ასეთი ძლიერი პარტნიორობა!“, – ნათქვამია TUMint-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„TUM International GmbH (TUMint) არის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილი კომპანია და ერთმანეთთან ინტეგრირებული მეცნიერებისა და ინდუსტრიული კლასტერების განვითარების, კოორდინაციისა და მართვის წამყვანი მიმწოდებელი. TUMint ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ტალანტების მართვის პროგრამების მეშვეობით ერთად კრებს საერთაშორისო პარტნიორებს კვლევის, პოლიტიკისა და ინდუსტრიის სფეროებიდან. TUMint ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს განვითარდეს როგორც ინოვაციებისა და მეწარმეობის საერთაშორისო ეკოსისტემა.

TUMint ხელს უწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს კამპუსის, სტრატეგიის და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით. TUMint-ის საქართველოზე მომუშავე გუნდი საქართველოსა და გერმანიას შორის აკადემიურ-ინდუსტრიული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მოდელზე დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, უზრუნველყოფს პარტნიორობის დამყარებას ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რათა მოხდეს განათლების, ინოვაციებისა და შრომის ბაზრის ერთმანეთთან დაკავშირება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გრიპის ვირუსს ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები“ – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს

ექიმი, ივანე ჩხაიძე საზოგადოებას მიმართავს:მისი თქმით, გრიპის ვირუსი  პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი.„გრიპის ვირუსი წარმოადგენს იმ ვირუსს, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებისთვის. ნოემბერში, ალბათ უკვე გამოჩნდება საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.მისი განმარტებით, მოსალოდნელია, რომ შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარ, თებერვალში.„თუ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს შეუძლია ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა. გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: ეს არის დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე“,- განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“ – საპატრიარქო მიტროპოლიტ სერაფიმეზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს.„თუ ომი 2025 წელს არ დასრულდება, უკრაინა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ის მარტო არ გადის ასეთ რთულ პერიოდს და რომ ჩვენ გვაქვს უპირველეს ყოვლისა ფინანსები, და არა მხოლოდ მეგობრული სიტყვები“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის შეთანხმებული სამშვიდობო გეგმა არ არსებობს. ​ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის რანგში მას მსგავსი დოკუმენტი არ უნახავს და სამშვიდობო შეთანხმებაზე შემდგომი ნებისმიერი სამუშაო შეერთებული შტატების მონაწილეობით უნდა წარიმართოს.„უცნაურია, როცა საუბარია რუსეთის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ჯერ ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა და ვერც აშშ-ის პრეზიდენტმა ვერ შეძლო, რომ აიძულოს რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა…“ – გოგა ხაინდრავა

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა...“ - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.სხვდასხვა წყაროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, დაკავებულებს შორის არიან ლეილა ცომაია, ნინია კაკაბაძე, ირაკლი კალანდაძე, გურამ ქუხილავა, ნანა ჯაფარიძე და ანუკა გამსახურდია.ისინი სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ბოლო სიახლეები