დავით ზალკალიანი: არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილს უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარი უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი

Read Time:33 Second

„ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო – მგონი, მანაც მედიით შეიტყო მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის დატოვების შესახებ. არ არის გამორიცხული, რომ მას უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარი უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი. ეს ჩემი პირადი ვარაუდია“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე, მაგრამ ეს განსხვავებულ შემთხვევაა, რადგან უკრაინის მოქალაქეობამდე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე და პრეზიდენტი იყო. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტს მსჯავრი და ბრალი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს წარდგენილი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში გადაიჭრება, როგორც ჩვენს კანონმდებლობას შეესაბამება. მისი, როგორც მსჯავრდებულის, უფლებები დაცული იქნება“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ის საელჩო: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ძლიერი დემოკრატიის, წარმატებული ეკონომიკისა და უსაფრთხო სტაბილური ქვეყნის მშენებლობის საქმეში
Next post თეა წულუკიანი სააკაშვილზე: თუ ადამიანი ასეთი მოწოდებულია, თავი შესწიროს იდეალებს, მას წესით არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ კიევში დაბრუნდეს