ხუთშაბათი, დეკემბერი 25, 2025

ირაკლი ბერაია სააკაშვილის დაკავებაზე: დღევანდელი დღე, მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ხელისუფლებით, ძლიერი პრემიერ-მინისტრით სათავეში

მას შემდეგ, რაც საქართველოს სათავეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა, ამ ქვეყანას ვერავინ არევს, ვერც შიგნიდან და ვერც გარედან, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, ქართული სახელმწიფო ძლიერია როგორც არასდროს და ეფუძნება დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობასა და ძლიერ ინსტიტუტებს.

„ვერც ერთი დესტრუქციული სუბიექტი, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, ვერასდროს ვერსად დაემალება სამართალს. სააკაშვილის რეჟიმი იყო სახელმწიფო ტერორიზმის მანიფესტაცია. ამ დანაშაულებრივი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, სააკაშვილი, დაკავებულია და ის საკუთარ თავზე იგრძნობს დემოკრატიული საქართველოს მართლმსაჯულების ძალას და სიმკაცრეს.

ამ დღეს დიდი ხანია ელოდა ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე და მათი ოჯახები, ვინც საკუთარ თავზე გამოცადა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის სისასტიკე, ვინც შეეწირა ამ გაუგონარ ბოროტებას, ვინც წლები გაატარა უკანონო პატიმრობაში, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, კეთილსინდისიერი შრომით დაგროვილი საკუთრება და ვის ცხოვრებასა და ცნობიერებაზე კვალი დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა.

დღევანდელი დღე, კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ხელისუფლებით, ძლიერი პრემიერ-მინისტრით სათავეში. საქართველოს ჰყავს ეფექტიანი უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი უწყებები. განსაკუთრებულ შექებას და მადლობას იმსახურებენ ჩვენი პოლიციელები და უსაფრთხოების ოფიცრები, რომლებმაც მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს დამნაშავის დაკავების ღონისძიება. მათ მიმართ დაუმსახურებელი კრიტიკის, ცილისწამების და დისკრედიტაციის მცდელობების პირობებში ისინი ღირსეულად ასრულებენ საკუთარ უფლებამოსილებასა და დგანან სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების და დაცულობის სადარაჯოზე.

განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს ვახტანგ გომელაურისა და გრიგოლ ლილუაშვილის ლიდერობა, ვინც ჩვეული პროფესიონალიზმით, ცივი გონებით და წინდახედულობით კიდევ ერთხეელ აარიდა სახელმწოფოს დიდი საფრთხე“, – წერს ირაკლი ბერაია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტყიბულში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ტყიბულში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.ბავშვებთან ერთად ნაძვის ხე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა აანთო და მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.საახალწლოდ ქალაქი საგანგებოდ მოირთო და პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს.ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რომის პაპმა, ლეო XIV-მ საშობაო მესა პირველად აღავლინა

რომის პაპმა ლეო XIV-მ შუაღამის საშობაო მესა პირველად აღავლინა.წმინდა პეტრეს ბაზილიკში კათოლიკური ღვთისმსახურება ვატიკანის დროით საღამოს, 10:00 საათზე დაიწყო.შობის სცენისკენ მიმავალ რომის პაპს ათი ბავშვი მიჰყვებოდა – სამხრეთ კორეიდან, ინდოეთიდან, მოზამბიკიდან, პარაგვაიდან, პოლონეთიდან და უკრაინიდან. მათ შობის სცენა ყვავილებით შეამკეს.სადღესასწაულო მესას ასობით ადამიანი დაესწრო. მსახურებას ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც.კათოლიკურ ღვთისმსახურებამდე, რომის პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე ჩავიდა და დალოცა მორწმუნეები, რომელთაც წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შესვლა და საშობაო მესაზე დასწრება ვერ შეძლეს.„წმინდა პეტრეს ბაზილიკა ძალიან დიდია, მაგრამ, სამწუხაროდ, საკმარისად არა ყველა თქვენგანის მისაღებად. მე აღფრთოვანებული ვარ, პატივს გცემთ და მადლობას გიხდით ამ საღამოს აქ ყოფნის სურვილისთვის. ჩვენ გვსურს შობის ერთად აღნიშვნა. იესო ქრისტე, რომელიც ჩვენთვის დაიბადა, სიმშვიდესა და ღვთის სიყვარულს გვაძლევს. საუკეთესო სურვილები ყველას. ღმერთმა დაგლოცოთ და დალოცოს ყველა თქვენგანის ოჯახი“, – მიმართა რომის პაპმა მომლოცველებს.ხვალ, 25 დეკემბერს ვატიკანის დროით დილის 10:00 საათზე რომის პაპი ლეო XIV დღის მესას აღავლენს, რომელიც სწორედ მან აღადგინა. შობის დღის წირვა ლეო XIV-ის წინამორბედებს – პაპ ფრანცისკეს და პაპ ბენედიქტ XIV-ს ის არასდროს აღუვლენიათ. ბოლოს ეს 1994 წლის 25 დეკემბერს, პაპმა იოანე პავლე II-მ გააკეთა.შუადღისას, პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს აივნიდან, ტრადიციულ საშობაო მიმართვას წაიკითხავს და კათოლიკე მორწმუნეებს შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.

ბიძინა ივანიშვილი – ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის

48 წელია, საქართველოს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღირსეულად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ეკლესიას, ჩვენს რწმენასა და სამშობლოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მილოცვაშია ნათქვამი.„შეუფასებელია უწმინდესის ღვაწლი ქართველების ერთიანობის, ქრისტიანობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, თითქმის ნახევარი საუკუნეა, ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს.ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის სახელით ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობასა და მხნეობას, რათა კიდევ მრავალი წელი იღვაწოს მართლმადიდებლური ფასეულობების განმტკიცებისათვის“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მისალოც ტექსტში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი გავიდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი გავიდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მილოცვებს იღებს. 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში მე-12 საეკლესიო კრების მიერ არჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია გაიმართა.ილია მეორის სახელს უკავშირდება წლების განმავლობაში უამრავი ეკლესია-მონასტრის აღდგენა- მშენებლობა, საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერება, ეკლესიებში მრევლის და სასულიერო პირების რაოდენობის ზრდა. ასევე ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება.

მიხეილ ყაველაშვილი – ევროკავშირში გაწევრიანებას არც ახლა ვემიჯნებით, პირიქით, გვაქვს შესაძლებლობაც და მიზანიც, მოვემზადოთ იმ ღირებულებათა გათვალისწინებით, რომლის გარშემოც ჩვენი ერი იყო გაერთიანებული

ჩვენ არასოდეს ზურგი არ შეგვიქცევია, არც ახლა ვემიჯნებით ევროკავშირში გაწევრიანებას, პირიქით იმედს გამოვთქვამთ და ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობაც და მიზანიც, მოვემზადოთ, იმ ღირებულებების გათვალისწინებით, რომლის გარშემოც იყო მთელი ჩვენი ერი გაერთიანებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირი არის საშუალება, ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო ძლიერი, ღირებულებებისა და ეროვნული ინტერესების დაცვით.„არ შეიძლება, ერთი ევროპარლამენტარის ან ევროსაბჭოს თავმჯდომარის შეხედულებით განისაზღვროს მთლიანი ევროპა და მისი ღირებულებები. ჩვენთვის ევროკავშირი არ წარმოადგენს მიზანს, გინდა, თუ არა, ევროკავშირის წევრი გვინდა, ვიყოთ. ჩვენთვის ევროკავშირი არის საშუალება, ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გახდეს. ის ღირებულებები და ის ხელშესახები ჩვენი ტრადიციები, ეროვნული ინტერესები, სამართლიანობის განცდა, ეს მთელი შეკრული მექანიზმი აღსრულდეს. ამ თვალსაზრისით ვხედავდით ევროპაში ჩვენ თავს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის შეფასებებმა ქართულ საზოგადოებაში ფასი დაკარგა და ევრობიუროკრატების გზავნილებს აღარ აქვს ის დატვირთა, რაც სამი, ოთხი ან ათი წლის წინ ჰქონდა.„ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები თითქმის ყოველ კვირა, ყოველ თვე იცვლის ხასიათს, თუმცა ძალიან კარგია, რომ საქართველოს მოქალაქეებში რეალური სახე მიეცა ნამდვილ ევროკავშირს, ნამდვილი ევროპის აღქმას და იმ ბიუროკრატიას, რომელსაც კაია კალასი წარმოადგენს.ჩვენი საზოგადოების თითქმის უმრავლესობა მარტივად ხვდება, რომ ორმაგი სტანდარტი, არასამართლიანი დამოკიდებულება, მათი მხრიდან დარღვეული დიპლომატიური ხედვები, არჩევნებში ჩარევები, ყველაფერი ერთად ქმნის ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებას. ამაში პირდაპირ შეგვიძლია, დავადანაშაულოთ ევრობიუროკრატია, რომელმაც აჩვენა სახე და თავად ევროკავშირის კრიზისი, რომელზეც არა მარტო საქართველო, არამედ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფო – აშშ, არსებულ ევროკავშირში ჩვენი თანამოაზრე ქვეყნების ლიდერები, უნგრეთი, სლოვაკეთი საუბრობენ, ჩეხეთმაც დაიწყო საუბარი. გერმანიასა და საფრანგეთს შორის უთანხმოებებია, ეს მოასწავებს კრიზისს ევროკავშირში. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებდით ევროკავშირს, ყოფილიყო კონსტრუქციული, სამართლიანი, თანასწორი დამოკიდებულება, ის, რისთვისაც ჩვენ გვაქვს სურვილი, გავხდეთ ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები