მიხარია, რომ ვარ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოანიმეგობრობა აკავშირებს. მაღალი დონის ვიზიტები ქმნის საჭირო ფონს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა სომეხ კოლეგას, პირისპირ შეხვედრაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კარენ კარაპეტიანს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იქნება ის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელსაც მხარეები შეხვედრაზე განიხილავენ. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს ეკონომიკური ურთიერთოების გაღრმავების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს.
სომხეთის პრემიერმინისტრმა, თავის მხრივ, ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და ყურადღება ამ ურთიერთობებისთვის ახალი დინამიკის შეძენის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში ერთდღიანი ვიზიტით დღეს გაემგზავრა.