ჩინეთს მოწინააღმდეგედ არ განვიხილავთ – ჩინეთთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ვითანამშრომლოთ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება ან იარაღის კონტროლი, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსთვის (NPR) მიცემულ ინტერვიუში.
„ჩინეთს მოწინააღმდეგედ არ განვიხილავთ. ჩინეთთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა ვითანამშრომლოთ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება ან იარაღის კონტროლი. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ ჩინეთს მალე მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა ექნება, მათ უკვე აქვთ მეორე უმსხვილესი თავდაცვის ბიუჯეტი, ყველაზე დიდი საზღვაო ფლოტი მსოფლიოში – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისათვის. ამრიგად, ნატომ, როგორც ალიანსმა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას იცავს, უნდა უპასუხოს ამ ცვლილებას“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.