მიხეილ ჩხენკელმა ISET-ის სკოლის პირველკურსელებს სწავლის დაწყება მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ნაყოფიერი სტუდენტობა, წარმატება და პროფესიული განვითარება უსურვა.
„გულითადად გილოცავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტობას და ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღევანდელი დღე განსაკუთრებული და დაუვიწყარია – თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი, საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპი იწყება.
მნიშვნელოვანი გამოწვევა უკვე დაძლიეთ და თქვენს მიზანს მიაღწიეთ. მიუხედავად პანდემიისა, შრომისმოყვარეობითა და მონდომებით შეძელით გამოცდებისათვის სათანადოდ მომზადება და ერთ-ერთ კონკურენტულ პროგრამაზე – ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება.
როგორც მოგეხსენებათ, წელს სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში დავიწყეთ, მაგრამ ეს დროებითია. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასწრებულ ფორმატზე გადასვლისა და თქვენი პირისპირ ხილვის შესაძლებლობას მოგვცემს. როგორც უკვე იცით, გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, კერძოდ, 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები დასწრებულ ფორმატზე გადასვლას შეძლებენ.
თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის და, ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ ძალიან სასარგებლო პროფესიას ეუფლებით. ყველას სჭირდება მაღალკვალიფიციური კადრი, სიღრმისეული ეკონომიკური ანალიზი და კვლევა. თქვენ გაქვთ ძალიან კარგი შესაძლებლობა, გახდეთ კონკურენტუნარიანი ეკონომისტები გლობალური მასშტაბით და დაეუფლოთ ცოდნას ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში, რომელიც ცნობილია მსოფლიო დონის ეკონომიკური პროგრამებით. ISET-ის ეკონომიკის პროგრამა ძალიან წარმატებული საბაკალავრო პროგრამაა ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის, ბიზნესისა და ფინანსების სფეროში. სკოლას ჰყავს არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურების ეკონომიკურ განვითარებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ სწავლის დაწყებას! გისურვებთ ნაყოფიერ სტუდენტობას, პროფესიულ განვითარებასა და წარმატებას მომავალ კარიერულ საქმიანობაში“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედანზე აქცია იმართება
რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. საპროტესტო აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსებიც...
სოსო ფხაკაძე: წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას
ვფიქრობ, წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის მანძილზე, დაუახლოვდა ევროპას, რაც აისახა ასოცირების შეთანხმებაში...
„ნახეთ, ეს საოცარი კადრები…“ – რა ვიდეო ვრცელდება სამების საკათედრო ტაძრიდან
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი...
რა საჩუქარი დატოვეს ლევან კბილაშვილის საფლავზე-„დიდი მადლობა ამ ძვირფასი საჩუქრისთვის“
მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით მადლობას უხდის იმ ადამიანს, რომელმაც ლევანის საფლავზე საჩუქრად ჯვარი დატოვა. „არ ვიცი...
ნანიკო ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ნანიკო ხაზარძემ სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების შესახებ დაწერა. „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს,...
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”
ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს...