ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

ვინ არიან სიღნაღის დეპუტატობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“?

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური პარტიები მოსახლეობასთან შეხვედრებს
მართავენ.
ამ დრომდე, 40-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის
მერობის კანდიდატს მალხაზ ბეგიაშვილს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის
მერობის კანდიდატმა მალხაზ ბეგიაშვილმა მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის
კანდიდატები მოსახლეობას წარუდგინა:
1. ქალაქი სიღნაღი-ცოტნე ბეჟაშვილი, ქალაქ სიღნაღის მოქმედი მაჟორიტარი
დეპუტატია;
2. ანაგა – ვლადიმერ სიმონიშვილი, სოფელ ანაგის მოქმედი მაჟორიტარი
დეპუტატია;
3. ვაქირი- ნანა ნანობაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი
წევრი, კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარეა;
4. საქობო-გიორგი სპანდერაშვილი, კერძო ბიზნესის წარმომადგენელია;
5. ქალაქი წნორი-მიხეილ კუტიბაშვილი, ქალაქ წნორში მერის წარმომადგენელია;
6. ბოდბისხევი-გოჩა ხოსიტაშვილი, დღემდე დაკავებულია კერძო ბიზნესით.
7. ჯუგაანი – გიორგი ელაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოემდი
წევრია, მუშაობს „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილედ.
8. ტიბაანი-მაჩხაანი – გოჩა შანშაშვილი, საკრებულოს მოქმედი წევრია, სივრცით-
ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების
კომისიის თავმჯდომარე.
9. ძველი ანაგა – ირაკლი ზურაშვილი, შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მენეჯერია.
10. ნუკრიანი – ნინო ბახტურიძე, სოფელ ნუკრიანის საჯარო სკოლის დირექტორია;
11. ბოდბე-ზურა მინდორაშვილი, წარდგენამდე იყო მერის წარმომადგენელი სოფელ
ბოდბეში.
12. მაღარო-ილიაწმინდა-ილია ბაიდოშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეა.
„მინდა თითოეულ მხარდამჭერს მადლობა გადავუხადო. მოსახლეობას საკუთარ
სოფელში მაჟორიტარი კანდიდატები პირადად წარვუდგინე. უნდა გითხრათ, რომ

თითოეული მათგანი ღირსეული და წარმატებული ადამიანია. მჯერა, რომ
მუნიციპალიტეტში მომდევნო ოთხ წელიწადში საინტერესო და მასშტაბურ სამუშაოებს
განვახორციელებთ,“-აღნიშნა მალხაზ ბეგიაშვილმა.
2 ოქტომბერს სითნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მერს და ადგილობრივი
თვითმმართველობის საკრებულოს წევრებს აირჩევს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯეი დი ვენსი – რუსეთ-უკრაინის ომს აზრი აღარ აქვს, ამ ეტაპზე ვსაუბრობთ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის გამო ვაჭრობაზე, მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებენ თუ არა მოლაპარაკებებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შესახებ გაკეთებული კომენტარები მას შემდეგ, რაც ორბანმა კიევისთვის ევროკავშირის სესხი დაბლოკა, „სკანდალური“ იყო.ვენსის თქმით, კიევის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება მიუღებელია, ასეთი საქციელი მოკავშირეებს შორის ზღვარს სცილდება და არანაირ გარემოებაში არ შეიძლება, იყოს გამართლებული.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ევროპის ლიდერების დიდი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის.„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დიდი ნაწილით, რადგან ისინი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით არ არიან დაინტერესებულნი ამ კონკრეტული კონფლიქტის გადაჭრით. და რაც პრეზიდენტმა თქვა, არის ის, რომ ეს არის ყველაზე რთული გადასაჭრელი ომი. გარკვეულწილად, ვფიქრობდით, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა. ჩვენ ამას უკვე 14 თვეა, ვაკეთებთ და უბრალოდ გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა მან.ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს „აზრი აღარ აქვს“ და საბოლოოდ, რუსეთმაც და უკრაინამაც უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებენ თუ არა მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად.„რადგან ომს, ფაქტობრივად, აზრი აღარ აქვს. რასაც მე ვეტყოდი როგორც რუსებს, ასევე უკრაინელებს, არის ის, რომ ამ ეტაპზე ვსაუბრობთ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გამო ვაჭრობაზე ერთი ან მეორე მიმართულებით. ღირს ეს დამატებით ასობით ათასი რუსი და უკრაინელი ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვად? ღირს ეს დამატებით თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში ენერგიის ფასების ზრდასა და ეკონომიკურ განადგურებად? და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პასუხი ცალსახად უარყოფითია. მაგრამ „ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო“. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორი და პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებენ მშვიდობიანი მოგვარებისკენ მუშაობას, ფუნდამენტურად ჩვენ მხოლოდ კარის გაღება შეგვიძლია. რუსებმა, უკრაინელებმა ეს უნდა გაიარონ“, – განაცხადა მან.

ჯეი დი ვენსი – ირანთან ცეცხლის შეწყვეტაზე მყიფე ზავია მიღწეული, მაგრამ ირანელები თუ არიან მზად ჩვენთან ითანამშრომლონ, შეგვიძლია, შეთანხმებას მივაღწიოთ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტას მყიფე ზავი უწოდა.ვენსმა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების ბოლო საათებში მიიღო მონაწილეობა, თქვა, რომ ამ მოლაპარაკებებმა ირანული სისტემის შესახებ ბევრი რამ ასწავლა.ბუდაპეშტში გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის რეაქცია განსხვავდებოდა მთავრობაში არსებული ჯგუფების მიხედვით.ვენსის თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად უპასუხა გეგმას, მაგრამ სხვები „იტყუებოდნენ“ იმის შესახებ, თუ რა იქნა მიღწეული შეერთებული შტატების მიერ სამხედრო თვალსაზრისით, ასევე იტყუებოდნენ ცეცხლის შეწყვეტის დეტალებზე.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის გუნდს სთხოვა, ამ ეტაპზე თავი შეიკავონ ირანზე ზეწოლის მიზნით გარკვეული სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებისგან. თუმცა, ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ეს ვარიანტები კვლავ განიხილება, თუ ირანი ვერ შეძლებს ომის სამუდამოდ დასრულებისკენ პოზიტიური მოლაპარაკებების წარმოებას.„სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს მყიფე ზავია. არიან ადამიანები, რომლებსაც აშკარად სურთ მოლაპარაკების მაგიდასთან მოსვლა და ჩვენთან მუშაობა კარგი შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც იტყუებიან უკვე მიღწეული მყიფე ზავის შესახებაც კი. ირანელები კეთილი ნებით მზად თუ არიან ჩვენთან ითანამშრომლონ, ვფიქრობ, შეგვიძლია, შეთანხმებას მივაღწიოთ. ისინი ტყუილს თუ აპირებენ, აპირებენ მოტყუებას, შეეცდებიან ხელი შეუშალონ მიღწეულ მყიფე ზავსაც კი, ისინი არ იქნებიან ბედნიერები. მან გვითხრა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ. მაგრამ ირანელები თუ ზუსტად იმავეს არ გააკეთებენ, აღმოაჩენენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისეთი არ არის, ვისთანაც დრო უნდა ხარჯო. ის მოუთმენელია. ის მოუთმენელია პროგრესის მისაღწევად“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ირანული მედია – 10 აპრილს აშშ-თან მოლაპარაკებებში ირანის ჯგუფს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი უხელმძღვანელებს

10 აპრილს აშშ-სთან მოლაპარაკებებში ირანის ჯგუფს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ სააგენტო „ისნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა, სახელმწიფოსთან ასოცირებულმა საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ განაცხადა, რომ ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი ჯერ არ არის შერჩეული.აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა „სიენენს“ ადრე განუცხადეს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, ისლამაბადში გაიმართება პაკისტანელი შუამავლების თანდასწრებით.აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ, ჩაერთვებიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, სიძე ჯარედ კუშნერი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

მარიამ ქვრივიშვილი – აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მლნ დოლარით შემცირდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული შუა დერეფნის მიმართულებით, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად 52 მილიონი დოლარის დაზოგვა გახდა შესაძლებელი, ხოლო უახლოეს დღეებში პორტის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის კონტექსტში. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ არსებული გენგეგმა და აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან, რის შედეგადაც სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მილიონი დოლარით შემცირდა. დავასრულეთ სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები და უახლოეს რამდენიმე დღის განმავლობაში უშუალოდ ანაკლიის ტერიტორიაზე დაიწყება აქტიური სამშენებლო სამუშაოები“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამუშავება ქვეყანას საშუალებას მისცემს, გაზარდოს ტვირთების მიმოცვლა როგორც ქვეყანაში, ისე საზღვრებს გარეთ.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამუშავებით განვაგრძობთ ვიყოთ მნიშვნელოვანი პარტნიორი შუა დერეფნის კონტექსტში,  რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, მიიღოს კიდევ უფრო მეტი ტვირთი და ხელი შეუწყოს ტვირთნაკადების გადაადგილებას ევროპისა და სხვა მიმართულებებით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასუდ ფეზეშქიანი – აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ირანისთვის სასურველი ზოგადი პრინციპები იქნა მიღებული

აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში მიღებულ იქნა ირანისთვის სასურველი ზოგადი პრინციპები, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ომის პირველ დღეს აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპული ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის თავგანწირვისა და ირანელი ხალხის წინააღმდეგობის შედეგი იყო.„დღეიდან ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას, იქნება ეს დიპლომატიაში, თავდაცვაში, ქუჩებში, თუ მომსახურების გაწევაში“, – აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.

ბოლო სიახლეები