პროკურატურამ არასრულწლოვნების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ არასრულწლოვნების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, არასრულწლოვან ლ.შ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 13 სექტემბერს, თბილისში 14 წლის ლ.შ.-ს და მის მეგობარს შელაპარაკება მოუვიდათ 15 წლის ბ.ხ.-სთან, 13 წლის გ.ბ.-სთან და 17 წლის გ.ს.-სთან.
ურთიერთშელაპარაკების დროს ლ.შ.-მ, მოკვლის განზრახვით, სამივე პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ლ.შ. 14 სექტემბერს დააკავეს.
„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2ბ და მე-3ა პუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსის შესაბამისად 16 წლამდე ბრალდებულისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...