ზურაბ აბაშიძე: „მოსახლეობასთან თანამშრომლობით ხელს შევუწყობთ მთაწმინდის ინფრასტრუქტურის განახლებას
„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან და საკრებულოს წევრობის კანდიდატ ლევან აბაშიძესთან ერთად, გუდაურის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
ზურაბ აბაშიძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები განიხილა და მათთან ერთად არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
„ჩემთვის უმთავრესია, მქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია ადგილობრივ მცხოვრებლებთან, ვითანამშრომლო მათთან, რათა ერთად ვაკეთოთ სასარგებლო საქმე და ხელი შევუწყოთ როგორც მთაწმინდის რაიონის ინფრასტრუქტურისა და გარემოს განახლებას, ასევე, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ჩვენი გუნდისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, 4 წლის წინ დაწყებული ქალაქის განვითარებისა და წინსვლის პროცესი მომავალშიც გავაგრძელოთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, კახა კალაძის ინიციატივით უკანასკნელ წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დღეს ქალაქში სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული სატრანსპორტო სისტემა, არაერთი რეაბილიტირებული შენობა და ქუჩა, მეტი სკვერი, საბავშვო მოედანი, სპორტული სტადიონი და ახალგაზრდული სივრცე. თუმცა, მისი თქმით, კვლავ ხორცშესასხმელი რჩება სხვადასხვა მსხვილი პროექტი და ინიციატივა, რომლებსაც „ქართული ოცნების“ გუნდი აუცილებლად განახორციელებს.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს სისტემატურ რეჟიმში აგრძელებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო
სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი Live-ის“...
ნანუკა ჟორჟოლიანი: რეგიონებიდან თუ გინდათ აქციებზე ჩამოსვლა, ჩამოგიყვანთ და დაგიტოვებთ
რეგიონებიდან თუ გინდათ აქციებზე ჩამოსვლა, ჩამოგიყვანთ და დაგიტოვებთ,- ამის შესახებ ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს. „მივმართავთ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს,...
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...