კახა კალაძე: ძველი თბილისი ჩვენთვის განსაკუთრებულია – რეაბილიტაციის პროგრამა გაგრძელდება, რომ კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული
ძველი თბილისი ჩვენთვის განსაკუთრებულია, განსაკუთრებულია ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს ქალაქში, მათი მდგომარეობა არ არის სახარბიელო, გვაქვს ბევრი შენობა-ნაგებობა, რომელიც ავარიულია და ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით ვახორციელებთ მათ რეაბილიტაციას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, რომ ყველაზე ძვირფასი, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული.
„ვაგრძელებთ ძველი თბილისის ისტორიული არეალების რეაბილიტაციას. კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ ამჯერად ჯავახიშვილის N14-ში. შენობა მეოცე საუკუნის დასაწყისშია აშენებული და ბუნებრივია, საფუძვლიანი რეაბილიტაცია დასჭირდა. პროექტის ფარგლებში: გამაგრდა შენობის საძირკველი და დაზიანებული ღიობები; სპეციალური მეთოდით შეივსო შენობის ბზარები, შეიცვალა შენობის სახურავის შეფიცვრა და თუნუქის საფარი, მოეწყო სახურავის წყალსაწრეტი სისტემა, აღდგა ფასადის დეკორატიული ელემენტები, რესტავრირდა ლითონის კიბე, ასევე ხის აივნები, კიბეები და შუშაბანდები, რესტავრირდა ფასადზე განთავსებული დეკორატიული აივნები, ლითონის დეკორატიულ ნაჭედ გისოსებსა და მოაჯირებს ჩაუტარდა რესტავრაცია-აღდგენა, რესტავრირდა ლითონის ჭიშკარი, გამოიცვალა და ნაწილობრივ რესტავრირდა კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა ლითონის ჭედური ცხაურები, მოწესრიგდა წყალმომარაგების, წყალარინებისა და ელექტრომომარაგების როგორც შიდა, ისე გარე ქსელი და კეთილმოეწყო ეზო. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და მისი ჯამური ღირებულება 2 250 000 ლარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს....
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...