ზაზა გულიაშვილი – მე და ჩემს გუნდს გვაქვს ადგილობრივების ინტერესებზე მორგებული განვითარების მკაფიო გეგმა
განვლილი 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ურთიერთთანამშრომლობით უამრავი პრობლემა მოვაგვარეთ, მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის სოფლებამდე მისასვლელი ასფალტირებული გზა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგება, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და არსებული ბაღების რეაბილიტაცია, სოფლების გაზიფიცირება, სპორტული მოედნების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა – განაცხადა, ,,ქართული ოცნების’’ ქარელის მერობის კანდიდატმა ზაზა გულიაშვილმა წარდგენისას.
მერობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ,,ქართულ ოცნებას’’ და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.
„მე და ჩემს გუნდს გვაქვს განვითარების რეალისტური და მკაფიო გეგმა, რომელიც მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივების ინტერესებზეა მორგებული. თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩემს გუნდთან ერთად, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, ყველა იმ პრობლემას მოვაგვარებთ, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს. კარგად ვაცნობიერებ რამხელა პასუხისმგებლობაა ამ პოზიციაზე მუშაობა, რადგან უფლება არ მაქვს დიდი პასუხისმგებლობით არ ვემსახურო ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამართლიან, პატრიოტ და საკუთარ მხარეზე შეყვარებულ მშრომელ ადამიანებს.
მინდა წარმოგიდგინოთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ჯუმბერ შუბითიძე, ყარამან როინიშვილი, მამუკა კოკოზაშვილი, გელა ჭყოიძე, გიგა მამისარაშვილი, კობა ნახუცრიშვილი, მიხეილ ხათაშვილი, ზაზა დაბრუნდაშვილი, გიორგი გრიგალაშვილი“ – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ძლიერი სეტყვა კახეთში – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
კახეთში, ძლიერი სეტყვაა. კადრებს სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“ მომხმარებლები აქვეყნებენ.
სურამში სატვირთო ხრამში გადავარდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
სურამში სატვირთო ავტომობილი ცენტრალური მაგისტრალიდან ხრამში გადავარდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მაშველებმა მძღოლის მანქანიდან გამოყვანა შეძლეს. დაშავებული სამედიცინო...
ბათუმში, 31 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა – მას ორი შვილი დარჩა
31 წლის ქალი შუახევიდან ბათუმის ერთ-ერთ სამშობიაროში ორი დღის წინ შეიყვანეს. სამედიცინო ცენტრში, მარეხი მაკარაძემ საკეისრო კვეთით იმშობიარა. მეუღლე ჰყვება,...
სულ მალე ბაღდათის მუნიციპალიტეტს ღვინის ლაბორატორია ექნება
Giz -ის პროექტით „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL)-ს ფარგლებში , მუნიციპალიტეტი 500 000...
ტრაგედია ქობულეთში – შემოვლით გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან....
რუსთავში ავტომობილი გაჩერებაზე შევარდა
რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, „რენოს“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა,...