ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია 2018 წლის 8 მაისს თბილისში გაიმართება.
ასევე დაჯილდოვდება 2017 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი, მსოფლიოს ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი. მსგავსი ტიპის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად გაიმართება, აქამდე სპორტის არცერთ სახეობაში საერთაშორისო ფედერაციას წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში არ ჩაუტარებია.
ასევე პირველად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა. ლაშა ტალახაძემ გულშემატკივართა გამოკითხვაში 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს.