ლევან დავითაშვილი- „ქარელში გვაქვს იმგვარი წარმოება, როგორიც მთელ ქვეყანაში გვინდა იყოს – ეს არის თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები, სადაც წყლის რესურსების მაქსიმალურად მოფრთხილება, მიზნობრივად გამოყენება ხდება და, საბოლოოდ, მეტი შედეგის მიღება პროდუქტიულობის ზრდის პირობებში”
„ქარელი გამოირჩევა მაღალი ღირებულების კულტურების წარმოებით. აქ არის მეხილეობის დიდი ტრადიციები, ტრადიციები ბოსტნეული კულტურების წარმოების და არის იმგვარი წარმოება, როგორიც მთელ ქვეყანაში გვინდა იყოს. ეს არის თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები, სადაც წყლის რესურსების მაქსიმალურად მოფრთხილება, მიზნობრივად გამოყენება ხდება და, საბოლოოდ, მეტი შედეგის მიღება პროდუქტიულობის ზრდის პირობებში”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ,,ქართული ოცნება” ქარელის მერობის კანდიდატის ზაზა გულიაშვილის წარდგენაზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქარელის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად სულ უფრო მეტია ათვისებული სამეურნეო მიწა, დამუშავებული სავარგულები, გაშენებული ბაღები და წარმატების მაგალითები, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის გადამდებია.
„ქარელი არის მუნიციპალიტეტი, სადაც პირველი ბაღი გაშენდა პროგრამის „დანერგე მომავალი” ფარგლებში. ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები აქტიურობენ თავიანთი ინოვაციებით. „დანერგე მომავალი“ ზუსტად ინოვაციური პროგრამაა; საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომელიც გულისხმობდა საგრანტო თანადაფინანსებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ადამიანს მიწა გააჩნია, შეუძლია თანამედროვე, ინტენსიური ბაღი გააშენოს. სახელმწიფო, ერთი მხრივ, იძლევა გრანტს ნერგებისთვის, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მომზადებისთვის და ყველა დანარჩენი ხარჯის დაფინასნებას საკრედიტო რესურსით, სადაც საპროცენტო განაკვეთს ხელისუფლება იხდის. შესაბამისად, ფაქტობრივად ფინანსური რესურსების გარეშეც კი, მოსახლეობას არ აქვს ფინანსური რესურსი, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა სოფლის მეურნეობაში, ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ნოყიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სრულად ავითვისოთ და მეტი კეთილდღეობა შემოვიტანოთ სოფლის მეურნეობის განვითარების გზით”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
დღეს, ისევე როგორც 2011 წელს, მე გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს, ვინაიდან ჩემი მეუღლის ინტერესი ყოველთვის სამშობლოს სიყვარულია! – ეკატერინე ხვედელიძე
დღეს, ისევე როგორც 2011 წელს, მე გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს, ვინაიდან ჩემი მეუღლის ინტერესი ყოველთვის...
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...