კახა კუჭავა: დარწმუნებული ვართ, ჩვენი კანდიდატი ნინოწმინდაში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“
პროდუქციით, რომელიც ნინოწმინდაში იქმნება, მარაგდება მთელი საქართველო. უნდა შევეცადოთ ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დავიმკვიდროთ ადგილი როგორც ევროპის, ისე სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზე. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამის შესაძლებლობას იძლევა და იგი სრულად უნდა გამოვიყენოთ., – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ანივარდ მოსოიანის წარდგენისას განაცხადა.
„ერთია, როგორ ვითარდება მუნიციპალიტეტი და მეორე, როგორი ხედვა არსებობს. რა თქმა უნდა, დასაფასებელია მშრომელი ხალხი და ამავდროულად მუნიციპალიტეტს სჭირდება ხელმძღვანელი, მერი, რომელიც კონკრეტულ შედეგებს მიაღწევს. ასეთია ჩვენი კანდიდატი, რომელიც იმსახურებს აქ პატივისცემას, სიყვარულს და დარწმუნებული ვარ, დამაჯერებლადაც გაიმარჯვებს. დღეს საქართველოში იგი ერთადერთი ქალი მერია, რომელიც საქმეს ბრწყინვალედ უძღვება. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ქალების მეტ ჩართულობას პოლიტიკაში და ეს საუკეთესო მაგალითია იმ გაკეთებული საქმით და შედეგით, რომლებიც 4 წლის განმავლობაში დაიდო და ამას ყველა ხედავს. როდესაც ვსაუბრობთ ამ მუნიციპალიტეტზე, ერთ-ერთი პირველი გვახსენდება ულამაზესი ფარავნის ტბა. მახსოვს საკმაოდ რთული იყო მისვლა გზების გამო, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა და დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. წალკიდან შეიძლება გადმოსვლა და იკვრება წრე, რომელიც კიდევ უფრო ბევრ სტუმარს მოიყვანს ნინოწმინდაში.
მერს ზურგს უნდა უმაგრებდეს ძლიერი საკრებულო, ამიტომ მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროთ არა მხოლოდ მერობის კანდიდატს, არამედ ჩვენი საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებს, რათა ყველა დაწყებული პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამა თუ იმ რეგიონის სიძლიერეზე, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს, აუცილებელია გვესმოდეს ესა თუ ის პროგრამა როგორ მოვარგოთ რეგიონს. სიახლეები საჭიროა, რომ სწორედ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოდიოდეს მოსახლეობის, ახალგაზრდობის ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა კუჭავამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...