შაბათი, ივლისი 5, 2025

მელქონ მაკარიანი – ცენტრალურ ხელისუფლებასთან კომუნიკაციით და საზოგადოების ჩართულობით განვახორციელებთ გეგმებს, რომლებიც მეტ განვითარებასა და კეთილდღეობას მოგვიტანს

,,მეშვიდე წელია უშუალოდ ვარ ჩართული მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი  პროექტების განხორციელებაში და საკუთარი თვალით ვხედავ იმ უდიდეს პროგრესს, რომელსაც ახალქალაქმა მიაღწია. დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან სწორი კომუნიკაციით, საზოგადოების პირდაპირი ჩართულობით, სრულად განვახორციელებთ იმ გეგმებს, რომლებიც მეტ განვითარებასა და კეთილდღეობას მოგვიტანს’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ ახალქალაქის მერობის კანდიდატმა  მელქონ მაკარიანმა წარდგენაზე.
მერობის კანდიდატმა მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
,,განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც აცნობიერებ, რომ შენი პოლიტიკური გუნდი იმ ქალაქისა და სოფლების, შენი ხალხის სამსახურში ყოფნის შესაძლებლობას გაძლევს, რომელსაც მთელი შენი ცხოვრება უკავშირდება. ამისთვის მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას“. ბევრჯერ მიფიქრია, რა შემეძლო გამეკეთებინა მშობლიური ახალქალაქისთვის, როგორ გადამეხადა ამაგი გამზრდელი ხალხისთვის, ვინც კარგისა და ცუდის გარჩევა, ურთიერთობა და ცხოვრება მასწავლა. სწორედ ეს იყო ჩემი მოტივაცია, როდესაც 2014 წელს ახალქალაქის საკრებულოში დავიწყე საქმიანობა და ასეა ახლაც, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ ულამაზესი მხარის მერობის კანდიდატად დამასახელა. ჩემი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, კარგად მაქვს გაცნობიერებული, როგორ უნდა გაგრძელდეს დაწყებული საქმე, რათა მუნიციპალიტეტი უფრო მეტად განვითარდეს. პროგრესის კვალდაკვალ ჩვენს წინაშე არაერთი გამოწვევაა. გვაქვს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ პრობლემები.  ჩვენს მუნიციპალიტეტს გამოცდილი, პროფესიონალი, ენერგიული, საქმეზე ორიენტირებული ადამიანები სჭირდება ამიტომაც, „ქართულ ოცნებას“, ალტერნატივა არ აქვს.
საბედნიეროდ, მთელი ჩემი ცხოვრებაა თქვენს გვერდში დგომას თითოეული ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და 2 ოქტომბრის არჩევნებზეც თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. მჯერა, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, რის შემდეგაც მე და ჩემი გუნდი გაათმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ დაწყებულ საქმეს.  დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან სწორი კომუნიკაციით, საზოგადოების პირდაპირი ჩართულობით, სრულად განვახორციელებთ იმ გეგმებს, რომლებიც მეტ განვითარებასა და კეთილდღეობას’’-  განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მელქონ მაკარიანიმა საკრებულოს მაჟორიტარობის კანიდატები – კარაპეტ პალოიანი, ჰაკობ ჩახმახჩიანი, სიპან შიპაკციან, გრიგორ კარაგებაკიანი, ალბერტ მანუშიანი, გენადი ელიზბარიანი, არამაის ზაქარიანი, აშოტიკ ეღუნიანი, ჰამლეტ მოვსესიანი, ვაგარშაკ არაქელიანი, გურამ ოქროაძე, გრაჩია მოვსესიანი, ნვერ მოსოიანი წარადგინა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მოლდოვა თუ შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მოლდოვას გაწევრიანების შემდეგ ევროკავშირში ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა კიშენაუში გამართულ ევროკავშირი-მოლდოვის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.მისივე თქმით, ევროკავშირი მოლდოვის მხარეს დგას, რათა მხარი დაუჭიროს მის ევროპულ მომავალს და დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებას.„მოლდოვა თუ შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

რუბენ ნევეში-დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით

 „ჩვენ არამხოლოდ მეგობრები, არამედ ერთი ოჯახი ვართ. ცხოვრებამ გაგვაერთიანა და ახლა ჩვენს დაშორებას ვერ შეძლებს.ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუდამ ჩვენთან იყო და არაფერი მოაკლდეთ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარხარ.დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით“, - რუბენ ნევეში

ვინ იყო ბიჭი ფილმიდან „კუკარაჩა”, რომელიც სამოქალაქო ომში ტრაგიკულად დაიღუპა

რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში ჟურნალისტმა ზაკ მირიანაშვილმა ქართული კინოს ბავშვი მსახიობების შესახებ ისაუბრა. მათ შორის, ფილმ “კუკარაჩას” ვარსკვლავ ბიჭზე, რომელმაც ყველას დაამახსოვრა თავი.აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი ლადო ტატიშვილი იყო, ფილმში კოსტიუმების მხატვრის ვაჟი, რომელიც შემთხვევით მოხვდა კინოში – სინჯებზე დაიბარეს და მაშინვე დაამტკიცეს როლზე.  

თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიწყო.მარშის სახელწოდებით - USA, Make Georgia Great Again - მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით ამერიკის მიმართ პატივისცემასა და მეგობრულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.როგორც შეკრებაზე აღინიშნა, 30 წელზე მეტია, ამერიკა საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია და სურთ, რომ მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.მარშის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 219-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ ერთი მაღაროელი, რომელიც 16 დღეა შიმშილობს

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს.ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზე იყო, მისი მდგომარეობა დამძიმდა, არსებული ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. 16 დღეა 7 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი. ისინი დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ბოლო სიახლეები