ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გიდასტურებთ, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. შსს-ს თანამშრომლებმა გაანეიტრალეს და დააკავეს პირი, რომელიც იყო ბანკში და რომელსაც ყავდა მძევლები აყვანილი. ყველა მძევალი არის თავისუფალი, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს“, განაცხადა ქეთევან კოვზიაშვილმა.