ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

Google-მა სამუშაო ადგილების საძიებო სისტემა Google for Jobs შექმნა

Google-მა სამუშაო ადგილების საძიებო სისტემა Google for Jobs შექმნა. კომპანიის ინფორმაციით, სისტემაში ინფორმაცია ვაკანსიებზე განთავსდება, რომლებსაც GlassDoor-ი, LinkedIn-ი, Monster-ი და სხვა მსგავსი საძიებო სისტემები ათავსებენ.

Google-ის ახალ სისტემაში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაახარისხონ ვაკანსიები თანამდებობის, სამუშაოს ხანგრძლივობის, ადგილმდებარეობისა და სხვა სასურველი პარამეტრების მიხედვით.

გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა ვებგვერდზე განთავსებულ ერთსა და იმავე განცხადებას გაცხრილავს, რაც კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით სამუშაოს მაძიებლებს დროს დაუზოგავს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა, იკვეთებოდა მათ შორის ამერიკული დაფინანსება, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის მნიშვნელოვანი

სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა. ოთხივე შემთხვევაში იკვეთებოდა უცხოური დაფინანსება, მათ შორის ამერიკული. რა თქმა უნდა, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტმა კობახიძეს კითხვა დაუსვა დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებასთან დაკავშირებით. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიესალმება დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას. „ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იმაზე, რომ არა მარტო არამიზნობრივად იხარჯებოდა გარკვეული თანხები, რომელიც შემოედინებოდა ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის გარედან, არამედ აქ საუბარი იყო, პირდაპირ, ხშირ შემთხვევაში რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე. რაც ხელის გულზე დევს. თქვენ ნახეთ, რომ სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა. ოთხივე შემთხვევაში იკვეთებოდა უცხოური დაფინანსება, მათ შორის ამერიკული. რა თქმა უნდა, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ გახსოვთ ასევე დისკუსია გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. მაშინ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთისგან არ ვარჩევდით მაგალითად რუსეთს და დასავლეთს. ჩვენ ვამბობდით მარტივ რამეს – მნიშვნელობა არ აქვს ვინ საიდან უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს. თუ ამერიკული ფული გამოიყენება ქვეყანაში არასწორი პროცესების წარსამართად, რა თქმა უნდა, აქაც უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესები, ისევე, როგორც რუსეთიდან რომ ხდებოდეს იგივე რამ. არავითარი განსხვავება არ არის, ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი და სუვერენიტეტი უნდა იყოს ყველასთან მიმართებით დაცული. ეს ძალიან კარგად წარმოაჩინა პრეზიდენტ ტრამპის შესაბამისმა გადაწყვეტილებამ. გამოჩნდა პირდაპირ, რომ ამერიკული თანხები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არასწორი პროცესების დასაფინანსებლად, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად. რასაც ჩვენ ვამბობდით და რაზეც გვაკრიტიკებდნენ, რომ ერთ სიბრტყეზე ვაყენებდით მაგალითად რუსეთს და ამერიკას, ჩვენი მსჯელობის სისწორე დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ და პირადდ პრეზიდნეტის გადაწყვეტილებამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი 5000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და  5000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტს 2025 წლის 3 იანვარს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ ნანუკა ჟორჟოლიანს სამართალდამცავი უწყება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც  ადმინისტრაციულ სახდელს 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ითვალისწინებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნანუკა ჟორჟოლიანმა მოსამართლის  აცილება მოითხოვა, თუმცა მანუჩარ ცაცუამ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ მძღოლებს აფრთხილებს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ტრამპმა საიდუმლო სამსახურის უფროსად დანიშნა აგენტი, რომელმაც ის პენსილვანიაში მკვლელობას გადაარჩინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყნის საიდუმლო სამსახურის უფროსად აგენტი შონ კერანი დანიშნა, რომელმაც 2024 წლის ივლისში ის პენსილვანიაში მკვლელობას გადაარჩინა. „მან დაამტკიცა უშიშარი მამაცობა, როცა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბატლერში, პენსილვანიის შტატში მკვლელის მიერ გაშვებულ ტყვიას გადამარჩინა. მე სრულად ვენდობი შონს იმაში, რომ ის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს გახდის ძლიერს, როგორც არასდროს“, - დაწერა ტრამპმა. როგორც ტრამპმა დაწერა, კერანს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის 23-წლიანი გამოცდილება აქვს. მან საიდუმლო სამსახურში მუშაობა სპეციალური აგენტის თანამდებობაზე 2001 წელს დაიწყო. ცნობისთვის, 2024 წლის ივლისში, ტრამპზე თავდასხმის შემდეგ საიდუმლო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა კიმბერლი ჩიტლმა თანამდებობა დატოვა. უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად რონალდ როუ დაინიშნა, რომელსაც, თავის მხრივ, კერანი შეცვლის.

მამა შალვა კეკელია მიმართვას ავრცელებს

ძმის გარდაცვალების შემდეგ, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. სასულიერო პირმა ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც მძიმე წუთებში გვერდით ედგა და ამხნევებდა. „ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გამოხატული თანაგრძნობისთვის, სიკეთეში და სიყვარულში გადამეხადოს თქვენთვის. ძალიან მიყვარხართ!!!“ - წერს მოძღვარი.

ბოლო სიახლეები