ორშაბათი, აპრილი 27, 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

ჯგუფის წევრი ქვეყნების ელჩებს დელეგაციის წევრებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

„ეუთო- მეგობარი ქვეყნების ელჩებთან საუბარი ძირითადად ეხებოდა საქართველოს უსაფრთხოების თემატიკას, მათ შორის, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, მოგეხსენებათ, ეუთო-სთვის ეს არის პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება დღეს ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთის მხრიდან გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯებზე. ასევე განხილვის თემა იყო შიდაპოლიტიკური ვითარება, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე, გავაცანით მათ საარჩევნო რეფორმის შედეგები, ანუ ის რეკომენდაციები, რომელიც ოდირის მიერ წინა არჩევნებზე იყო მიცემული საქართველოს ხელისუფლებისთვის და როგორც იცით, ეს რეკომენდაციები შესრულებულია უკვე. ასევე, საუბარი იყო დაგეგმილ რეფორმებზე, პარლამენტის დღის წესრიგზე, როგორც მომავალი წლისთვის, ასევე 2024 წლამდე განსახორციელებელი ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, იქიდან გამომდინარე, რომ ეუთო-ში მეგობარი ქვეყნების ელჩების უდიდესი უმრავლესობა ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანას წარმოადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აშშ, კანადის, დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ეუთო-ში დიდი მადლობა გადაგვიხადეს ავღანეთში ჩვენი მისიისთვის და არა მხოლოდ სამხედრო მისიისთვის, არამედ იმ როლისთვის, რომელიც ჩვენ შევასრულეთ ჰუმანიტარული ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად და საევაკუაციო რეისების განსახორციელებლად და ამით, მათი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არის დასავლეთისთვის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში“, – განაცხადა ქართული დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი განცხადებას ავრცელებს

,,დღეს ოფიციალურად და წერილობით მივმართე ტელევიზია Obieqtivi TV-ს, რათა მიიღოს ზომები და საჯაროდ გამოაცხადოს, რომ დავით თარხან-მოურავის მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ნაბიჯის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის დადგენა და ნებისმიერი არასწორი ინტერპრეტაციის ან სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება აღნიშნული მედიისთვის. მჯერა, რომ მინაბის სკოლის ბავშვები უცოდველი ანგელოზები იყვნენ და მათ შესახებ სიცრუის გავრცელება დაუშვებელია. პასუხისმგებლიან მედიას საზოგადოებისა და სიმართლის წინაშე აქვს ვალდებულება, გაასწოროს არასწორი ინფორმაცია. გამჭვირვალობა არის საზოგადოებრივი ნდობის საფუძველი და ორი ერის საერთო მომავლის გარანტია''-ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ელჩი ალი მოჯანი ავრცელებს.შეგახსენბთ, ირანის ელჩმა საქართველოში ალი მოუჯანმა დავით თარხან მოურავი ტყუილში ამხელს

სამხრეთ სუდანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბასთან ახლოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის სამოქალაქო საავიაციო სამსახურის განცხადებით, შემთხვევა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა.მათივე ცნობით, კატასტროფა კომპანია CityLink Aviation-ის თვითმფრინავმა, Cessna 208 Caravan-მა განიცადა და მის ბორტზე მყოფი 14-ვე პირი, 13 მგზავრი და ერთი პილოტი, დაიღუპა. დაღუპულებიდან 12 – სამხრეთ სუდანის, ორი კი კენიის მოქალაქე იყო.წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.

Reuters – ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა დაბომბა

ისრაელმა აღმოსავლეთ ლიბანში საჰაერო დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო დარტყმების შედეგად ბექაას ხეობაში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა დაბომბეს.ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელელი ჯარისკაცების მიმართულებით დრონი გაუშვა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ დრონით თავდასხმა ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკზე განახორციელეს.ცნობისთვის, ბექაას ხეობაში დარტყმები პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 16 აპრილს აშშ-ის შუამავლობით ისრაელმა და ლიბანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს. ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ვაშინგტონში ისრაელისა და ლიბანის ოფიციალურმა პირებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ოფიციალური შეხვედრები გამართეს. 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სამი კვირით გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გიორგი ვოლსკი ჰერჩნსკის განცხადებაზე: ეს არის მუქარა

გიორგი ვოლსკი „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ელჩის ქმედება მუქარაა.„მეიდნის სცენარს გვპირდება, რომ საზოგადოებაში ისეთი შეჯახება მოხდება, რომელიც შეუქცევადი პროცესი იქნება, იქნება მსხვერპლი და იქნება ის, რასაც ბნელ პერსპექტივა, რაზედაც იგი მიანიშნებს.ჰერჩნსკის მოგონილი არ არის მუქარა, ის ინსტრუქციას ასრულებს, ამ ინსტრუქციას ამბობს და თან გულიც ეთანაღრება. ადრე ქართველ ხალხად მოიხსენიებდა მხოლოდ მათ, ვინც ქუჩაში ცეცხლს ანთებდა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა, ახლა ასე არ არის - ყველას ეუბნება და ეტყობა თვითონაც ისე წყდება გული, რომ ინსტრუქციას ასრულებს, ხალხს კეთილი და თბილი სიტყვით მიმართავს, თავის დამოკიდებულებას გამოხატავს საზოგადოების მიმართ, ამავე დროს, ეს ნიშნავს, რომ ყველას მიმართავს და ამიტომ დავარქვით ამას მუქარა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საგარეო უწყებაში შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს – „გვსურს, საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს“

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.როგორც  ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორის შედგა საფუძვლიანი საუბარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.„საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მიწვეული იყო შეხვედრაზე ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან. მათ შორის შედგა საფუძვლიანი საუბარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას და ეხმარება დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში. ევროკავშირმა საქართველოს წინსვლის სურვილი არაერთხელ დაადასტურა.ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, გვჯერა, რომ ევროკავშირს წევრობა ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს.ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას.ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე დაიბარეს. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით,  მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა: „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

ბოლო სიახლეები