აივენგო რიკაძე (82 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – იონ კორნიანუსა და ლადისლაუ სიმონის მემორიალზე ჩემპიონები გახდნენ, – ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
უმაღლესი სინჯის მედლისთვის მათ გარდა, გელა ბოლქვაძესაც (77 კგ) უნდა ებრძოლა, მაგრამ ტრავმის გამო აღარ უჭიდავია.
87 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრება ქართული ფინალით დასრულდა – გობაძემ თორნიკე ძამაშვილს მოუგო. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) და ვალერიან მურვანიძე (97 კგ).
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, საერთო გუნდურ ჩათვლაში, მეორე ადგილი დაიკავა.