გიორგი ონიანი – ერთობლივი მუშაობით ლენტეხისთვის წარმატების მოტანას შევძლებთ

Read Time:50 Second

,,ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმატებაში ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს, ბუნებრივი და ადამიანური რესურსი, ასევე რაიონის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც  ჩვენთვის წარმატების საწინდარია. რა თქმა უნდა, არის პრობლემები, რომლის გადაჭრაც აუცილებელია, თუმცა, მჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით ლენტეხისთვის წარმატების მოტანას შევძლებთ.’’ განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ ლენტეხის მერობის კანდიდატმა გიორგი ონიანმა წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა  ,,ქართულ ოცნებას’’ და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ რთული გადაწყვეტილების მიღების დროს მის  გვერდით იდგა.

„დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩემს გვერდით, დიდი შემართებით  გაერთიანდა ადამიანების გუნდი. ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა მმართველი პარტიის მხრიდან.  ჩვენი რაიონი უნდა განვითარდეს  ტურისტული მიმართულებით, ხელი უნდა შეეწყოს მცირე თუ კერძო სამეწარმეო საქმიანობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხების გადაჭრას შევძლებთ.  მაქვს სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება. წარმატების საწინდარი არის სწორი მენეჯმენტი და გუნდური მუშაობა. ვეცდებით თქვენი იმედები გავამართლო და ერთად მივაღწიოთ იმ წარმატებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მუდამ ვიქნები თითოეული ოჯახის გვერდით, მათ ჭირსა და ლხინს  გავიზიარებ.

წარმოგიდგენთ საკრებულოს მაჟორიტარობის  კანდიდატებს: ირაკლი ქურასბედიანი, გურამ ჩანქსელიანი, კახა ლიპარტელიანი, დალი ტვილდიანი, ბერდია ზურაბიანი, ზურაბ ონიანი, სოსო ავალიანი.’’ განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ ლენტეხის მერობის კანდიდატმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი 111 წლის ქალმა დაამარცხა
Next post კახა კუჭავა: უძველესი, ბრილის ცივილიზაცია, ზოფხითურასა და რიონის შესართავთან ნაპოვნი არტეფაქტები ადასტურებს, რამდენად ძლიერი იყო ონის მუნიციპალიტეტი