სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად ხავიერ კოლომინა დაინიშნა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით ესპანელ დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს.
„ვულოცავ ხავიერ კოლომინას პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილისა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალური წარმომადგენლის პოზიციაზე დანიშვნას. საქართველო ერთგულია თავისი მიზნისა, გახდეს ალიანსის წევრი. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ მივაღწევთ ხელშესახებ შედეგებს“, – წერს ზალკალიანი.
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალური წარმომადგენლის პოზიციას ჯეიმს აპატურაი იკავებდა.