კვირა, ნოემბერი 9, 2025

იენს სტოლტენბერგი: თავდაცვის სფეროში ევროკავშირის უფრო მეტ ძალისხმევას მივესალმებით, მაგრამ ეს ნატოს ვერ ჩაანაცვლებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის გეგმებს საერთო თავდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულმა ალიანსის ოპერაციების დუბლირება არ უნდა მოახდინოს.

„თავდაცვის სფეროში ევროკავშირის უფრო მეტ ძალისხმევას მივესალმებით, მაგრამ ეს ნატოს ვერ ჩაანაცვლებს. ამან არ უნდა მოახდინოს ნატოს დუბლირება, რადგან ჩვენ ძალების ერთი ნაკრები გვაქვს. მწირი რესურსები გვაქვს“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

2 სექტემბერს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სწრაფი რეაგირების ძალა უნდა შექმნას.

„ზოგჯერ არის მოვლენები, რომლებიც ისტორიის კატალიზაციას ახდენს, გარღვევას ქმნის და ვფიქრობ, რომ ავღანეთი ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. სწრაფი რეაგირების ძალა ამის ნაწილი უნდა იყოს“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ცუდი სიზმარი გადაივლის და ჯანმრთელები, ბედნიერები დაბრუნდებით სახლში“ – სანდრო ელოშვილმა 6 თვის ნინასთვის 143 ათას ლარზე მეტის მოგროვება შეძლო

რეჟისორი სანდრო ელოშვილი ხშირად ავრცელებს ინფორმაციას იმ ადამიანებზე, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო, საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროებათ და არაერთი ოჯახი გაახარა.გამონაკლისი არც მისი ბოლო პოსტია, სადაც წერდა, რომ მისი მეგობრების შვილს, 6 თვის ნინა ჩაჩუას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ფინანსური დახმარება, 110 000 დოლარის ოდენობით ესაჭიროება.კეთილი ადამიანების დახმარებით სანდრო ელოშვილმა აღნიშნული თანხის ნაწილის მოგროვება შეძლო და ნინას მშობლებს დღეს 143 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა.  „დილა მშვიდობისა! პირველ რიგში ბოდიში, რომ გუშინ მთელი დღე გაწვალე და არ გითხარი რამდენი შეგროვდა, მხოლოდ შენს გამო, რადგანაც დაახლოებით ვხვდები რა რთული შეიძლება იყოს უცხო ქვეყანაში, შენს ექვსი თვის პატარასთან ერთად იყო კლინიკაში გამოკეტილი და შენი ყოველდღიურობა იყოს შენი პატარა პრინცესის ანალიზები, პასუხები, ფურცლები, საბუთები, წამლები, პალატები, ექიმები… იმის მაგივრად, რომ შენს თბილისში, ყოველ საღამოს ბავშვთან ერთად სეირნობდე… ამიტომაც მინდოდა ამ ყველაფრისთვის ისეთი ფორმა მიმეცა, თუნდაც რამოდენიმე წუთით, დილით, რაც ყოველთვის რაღაც ახლის და იმედის ნიშანია, ბედნიერებისგან გაგეღიმოს! შენი მეგობრების და ოჯახის წევრების მაგივრადაც მე გიხდი ბოდიშს, ისინი ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ ავიყოლიე და ჩემი თხოვნით დაგიმალეს, თუმცა დამიჯერე, განურჩევლად სქესისა, ცრემლებს ვერ იკავებდნენ, როცა იგებდნენ თუ ხედავდნენ, თუ როგორ მიიტანა შენი ამბავი გულთან ათასობით ადამიანმა… მართალია ეს სრული თანხა არ არის და მესმის 110 000 $-მდე კიდევ ბევრია, მაგრამ ზუსტად ვიცი სიმშვიდეს მოგგვრის და იმ მოტივაციით და ენერგიით აგავსებს, რომელიც ასე გჭირდება ახლა! დამიჯერე, ცალკე სიამოვნებაა იმის წაკითხვა, რაც წერია ჩარიცხვების დანიშნულებაში, რამდენი კეთილი სურვილი და ლოცვაა შენთვის სრულიად უცხო ადამიანებისგან… ეს ცუდი სიზმარი რომ გადაივლის და ჯანმრთელები და ბედნიერები დაბრუნდებით სახლში, მერე მთელი ერთი დღე გამოვყოთ და წავიკითხოთ, რადგანაც ამას ერთი და ორი საათი არ ეყოფა!  სიამოვნებით შევხედავდი ახლა შენს სახეს, როცა შეტყობინებები მოგივა თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, მაგრამ მხოლოდ წარმოდგენით უნდადავკმაყოფილდე… რა თქმა უნდა ვაგრძელებთ საჭირო თანხის შეგროვებას, რაც სიმართლე გითხრა შეუძლებელი მეგონა, მაგრამ გუშინ დავრწმუნდი, რომ დედამიწაზე ბევრი კარგი და კეთილშობილი ადამიანი ცხოვრობს, განსაკუთრებით კი საქართველოს ტერიტორიაზერომელსაც შეუძლია გულთან ისე მიიტანოს სხვისი ტკივილი, თავისად გაითავისოს და მარტო არ დატოვოს… მოკლედ, ამ დილა უთენია იმის თქმა მინდა რომ გირიცხავ 143538.5 ლარს და ზუსტად იცოდე, ყველაფერი კარგად იქნება! პ.ს. აბა ვნახოთ დილამდე კიდევ როგორ გაწვალებ “, – წერს სანდრო ელოშვილი.თი ბი სი – #GE32TB7609945061600014საქართველოს ბანკი – #GE54BG0000000161381454PayPal – paypal.me/AlexanderEloshviliპირადი ნომერი: 01017019229 ალექსანდრე ელოშვილი

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი და მომღერალი ანანო სამხარაძე დაქორწინდნენ

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი და მომღერალი ანანო სამხარაძე დაქორწინდნენ.წყვილი სოციალურ ქსელში კადრებს გვიზიარებს.გიორგიმ თეთრი ჩოხა, მარიამმა კი ულამაზესი საქორწინო კაბა მოირგო და შეუდარებლად გამოიყურებიან.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ ევროკავშირმა გაწევრიანების პროცესი ივნისში შეაჩერა, გათვლილია იმ ხალხზე, ვინც წერილს არ წაიკითხავს ან ინგლისური არ იცის

ევროკავშირის ივნისში გაკეთებული განცხადება იყო მოწოდება, „ქართულ ოცნებას“ ნაბიჯები გადაედგა, რათა მდგომარეობა გამოსწორებულიყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია.„„ქართული ოცნების“ ეს პოზიცია გათვლილია იმ ხალხზე, ვინც ან ინგლისური არ იცის, ან არც წაუკითხავს წერილი. წერილში წერია, რომ ივნისში გაკეთებული განცხადება იყო მოწოდება, „ქართულ ოცნებას“ ნაბიჯები გადაედგა, რათა მდგომარეობა გამოესწორებინა. შედეგი იმისა, რომ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა, სიტუაცია არ გაუმჯობესდა, არის დე ფაქტო შეჩერება, დღევანდელი მდგომარეობა, როცა ყველანაირი ურთიერთობა შეჩერებულია, მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან, რადგან წერილში საუბარი იყო კონკრეტული პროგრამების შეჩერებაზე. ეს არის შედეგი იმისა, რომ ივნისში გაკეთებულ მოწოდებას „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჯერა და მის საწინააღმდეგოდ მოიქცა. ახლა „ოცნება“ ამბობს, რომ ევროკავშირმა ჩვენი გაწევრიანების პროცესი ივნისში თვითონ შეაჩერაო. ეს მხოლოდ იმ ხალხზეა გათვლილი, ვინც ამ წერილს არ წაიკითხავს ან ინგლისური არ იცის, რომ ამბავი გაიგოს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად

ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ 2022 წელს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა, რომელიც   უარყოფილ იქნა.„კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა. ჩვენ ამისთვის ბრძოლამ მოგვიწია. ასევე, ეს კანდიდატის სტატუსი შანტაჟისთვის გამოიყენეს. მოგვიანებით მათ ჩვენი შანტაჟი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხით დაიწყეს, რაც არ არის კარგი, რადგან საბოლოოდ ამან არეულობები შექმნა საქართველოშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ ჩვენ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესებისა და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად. ეს არის ჩვენი ზოგადი მიდგომა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დონალდ ტრამპი – რუსეთთან მთავარი უთანხმოება არის ის, რომ მათ არ სურთ ომის შეჩერება

რუსეთთან მთავარი უთანხმოებაა, რომ მათ არ სურთ ომის შეჩერება, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის დროს უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას განაცხადა.„მათ, ორივეს ეს ომი ძვირი უჯდებათ. ისინი ერთ კვირაში შვიდი ათას ჯარისკაცს კარგავენ. რუსები უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავენ. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ მოხდებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.თავს მხრივ, ორბანმა აღნიშნა, რომ სურს, დაეხმაროს ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას.„2022 წელს აშშ-ის მთავრობის ზეწოლის გარეშე ევროპელები ხისტ პოზიციას არ დაიკავებდნენ, რაც მათ გააკეთეს. ევროპის დიდმა ქვეყნებმა უარი თქვეს მეტად ჩართული ყოფილიყვნენ, ისინი გზავნიდნენ ჰუმანიტარულ საკითხებს. ზეწოლა მოდიოდა აშშ-სგან, რომ ევროპაში ომის მომხრე პოზიცია მეტად ყოფილიყო. ეს ამ ისტორიის ფაქტია. ჩვენ უნდა აღვადგინოთ, რაც დაინგრა. აქ ვარ, იმიტომ, რომ მაქსიმალურად დავეხმარო პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას. უდიდესი შეცდომა იქნა დაშვებული რამდენიმე წლის წინ“, – განაცხადა ორბანმა.

ბოლო სიახლეები