ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებულ პირებს შორის ვირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა, ვიდრე პირიქით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების შემთხვევა ძალიან მსუბუქი იყო და ჰოსპიტალიზაცია მათ მცირე ნაწილს დასჭირდა.
„აცრილიდან აცრილზე გადადების შანსი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე აცრილიდან აუცრელზე, ან აუცრელიდან აცრილზე“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.