ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქაბულის აეროპორტი ღია დარჩეს, რათა ავღანეთიდან წასვლის მსურველებმა გამგზავრება შეძლონ, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ქაბულის აეროპორტი ღია უნდა იყოს როგორც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად, ასევე მათთვის, ვინც სამხედრო ევაკუაციის დროს ქვეყნიდან გასვლა ვერ მოახერხა.
30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა.