ორშაბათი, თებერვალი 9, 2026

გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი – სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას, გამოსავალი არის მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით მასწავლებლების ვაქცინაცია

საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი აცხადებს, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს და ეს მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის აკადემიური მოსწრებისთვის, ისე სოციალური უნარებისთვის.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით კი მასწავლებლების ვაქცინაცია.

„სკოლები აუცილებლად უნდა გაიხსნას. პირისპირ სწავლების არ არსებობა გავლენას ახდენს როგორც აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე სოციალურ უნარებსა და მათ ფსიქიურ ჯანმრთელობაზე. საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც მასწავლებლების დაახლოებით 40 პროცენტი არის აცრილი, სხვა პროფესიებისთვის არსებობს ასეთი სტანდარტი, რომ ფუნქციონირებისთვის გარკვეული პროცენტულობით უნდა იყვნენ აცრილები? მაშინ რატომ ვზღუდავთ სკოლების ფუნქციონირებას ამ პროცენტულობის გამო? ყველას არ აქვს ინტერნეტზე წვდომა,  ვისაც არ აქვს, ისინი ვეღარ დაეწევიან სასწავლო პროცესს. გამოსავალი არის ვაქცინაცია მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით მასწავლებლების“, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია ეკიპაჟის ორი წევრი

სამხრეთ კორეაში სამხედრო ვერტმფრენი წვრთნების დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.ქვეყნის სამხედრო ძალების ინფორმაციით, სამხრეთ კორეის არმიის AH-1S Cobra-ს ტიპის ვერტმფრენი ორშაბათს, გაპიონგის ჩრდილოეთ ოლქში, სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა.ეკიპაჟის ორი წევრი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.ქვეყნის სამხედრო ძალების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა კატასტროფის მიზეზი.როგორც მედია წერს, შემთხვევის შემდეგ სამხრეთ კორეის არმიამ ყველა AH-1S ვერტმფრენის ექსპლუატაცია შეაჩერა და ჩამოვარდნის მიზეზის გამოსაძიებლად საგანგებო რეაგირების ჯგუფი შექმნა.

სერგეი ლავროვი – რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ გეგმავს, თუმცა თავდასხმას ევროპა თუ დაიწყებს, ჩვენი მხრიდან იქნება სრულფასოვანი სამხედრო რეაგირება

რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ გეგმავს, თუმცა სამხედრო რეაგირებისთვის მზადაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.„ჩვენ არ ვაპირებთ ევროპაზე თავდასხმას, ამის აბსოლუტურად არანაირი საჭიროება არ გვაქვს მოულოდნელად ევროპა თუ განახორციელებს ჩვენ წინააღმდეგ ომისთვის მზადების მუქარას და დაიწყებს რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმას, მაშინ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს არ იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩვენი მხრიდან, არამედ სრულფასოვანი სამხედრო რეაგირება ყველა არსებული სამხედრო საშუალებით“, – განაცხადა ლავროვმა.

ილონ მასკი აცხადებს, რომ SpaceX-ი მთვარეზე „თვითგანვითარებადი ქალაქის“ შექმნაზეა ფოკუსირებული, რომლის აშენებაც ათ წელზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი

მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ SpaceX-ი მთვარეზე „თვითგანვითარებადი ქალაქის“ შექმნაზეა ფოკუსირებული, რომლის აშენებაც „ათ წელზე ნაკლებ დროში“ იქნება შესაძლებელი.მისივე თქმით, მარსზე მსგავსი გეგმის შესრულებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.მასკმა აღნიშნა, რომ მარსზე მოგზაურობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პლანეტები ყოველ 26 თვეში ერთ ხაზზე განლაგდებიან, ხოლო მთვარეზე მოგზაურობა ყოველ ათ დღეში შეიძლება.„მათთვის, ვინც არ იცის, SpaceX-მა უკვე გადაიტანა ყურადღება მთვარეზე თვითგანვითარებადი ქალაქის მშენებლობაზე, რადგან პოტენციურად ამის მიღწევა ათ წელზე ნაკლებ დროში შეგვიძლია, მაშინ როცა მარსზე მას 20+ წელი დასჭირდება. SpaceX-ის მისია იგივე რჩება: ცნობიერებისა და სიცოცხლის ისეთი სახით გავრცელება, როგორიც ჩვენ ვიცით, ვარსკვლავებამდე. მარსზე მოგზაურობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პლანეტები ყოველ 26 თვეში ერთ ხაზზე განლაგდებიან (მოგზაურობის ხანგრძლივობა ექვსი თვეა), მაშინ როცა მთვარეზე გაფრენა ყოველ ათ დღეში შეგვიძლია (მოგზაურობის ხანგრძლივობა ორი დღეა). ეს ნიშნავს, რომ მთვარის ქალაქის აშენება მარსზე გაცილებით სწრაფად შეგვიძლია. ამის მიუხედავად, SpaceX-ი ასევე შეეცდება მარსზე ქალაქის აშენებას და ამის გაკეთებას დაახლოებით 5-7 წელიწადში დაიწყებს. უმთავრესი პრიორიტეტი ცივილიზაციის მომავლის უზრუნველყოფაა და ამისთვის მთვარე უფრო სწრაფია“, – წერს ილონ მასკი.

მებაჟე ოფიცრებმა ძვირადღირებული ავტომობილების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ,   დაახლოებით 5 მილიონი  ევროს ღირებულების, 59 ერთეული ძვირადღირებული ავტომობილის, კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა.უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, მონაცემების შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა მწარმოებლის მიერ, მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის  ე.წ. - VIN კოდის შეცვლის ფაქტი.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ინფორმაცია მათთვის, ვინც დიდმარხვის შენახვას აპირებს – დღეს ხორციელის კვირა დაიწყო

აღდგომის მარხვას დიდმარხვა ჰქვია. ეს არის მნიშვნელოვანი მარხვა, რადგანაც ის არის მზადება უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის - აღდგომისთვის. მარხვა მხოლოდ საკვების შეზღუდვა არ არის, ეს არის სიკეთის კეთება, სინანული, მიტევება, ლოცვის გაძლიერება, მოყვასისთვის დახმარების ხელის გაწვდენა... როგორც მამა გაბრიელი ამბობდა, მარხვა არის სინანული ცოდვების გამო, როცა საკვების მიღება არც გახსოვსო.ამ პერიოდში მორწმუნე განსხვავდება არამარხული ადამიანისგან. ის სათნოა და მიმტევებელი. ზოგადად, ასეთები უნდა ვიყოთ ყოველთვის, მაშინაც როცა არ არის მარხვა.დღეიდან, 9 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, ბოლო შვიდეულია, როდესაც ხორცის მიღება შეგვიძლია. ამიტომ ამ კვირას ხორციელის შვიდეული ეწოდება.ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ;14 თებერვალს, ხორციელის შაბათი - მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს მიცვალებულთათვის განსაკუთრებული ლოცვები აღევლინება და ეკლესიაში იკურთხება საკურთხი.წელს აღდგომა 12 აპრილსაა.

ბოლო სიახლეები