პარასკევი, ივნისი 26, 2026

რატომ უვითარდებათ ქალებს ვაგინალური სიმშრალე და რა არის გამოსავალი?

ვაგინალური სიმშრალე ქალს ინტიმურ პრობლემებს უქმნის. ასეთ დროს ინტიმური კავშირის დამყარება გაძნელებულია – ხშირად ქალი ტკივილსაც განიცდის.

ვაგინალური სიმშრალე სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს:

ჰორმონალური ცვლილებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. უმეტეს შემთხვევაში ესტროგენის დონე მცირდება მენოპაუზის დროს, მშობიარობის შემდეგ ან ლაქტაციის პერიოდში. იგივე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ქიმიოთერაპიით მკურნალობამ. ვაგინალური ჯანმრთელობა უმეტესწილად ესტროგენის დონეზეა დამოკიდებული, რომელიც ლუბრიკაციის პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

საშოს სიმშრალის მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქო-ნევროლოგიური ფაქტორები.

ვაგინალური სიმშრალე ზოგჯერ სხვადასხვა მედიკამენტების მიღებისას განვითარებულ გვერდით ეფექტებს უკავშირდება – მაგალითად, ანტიალერგიული ან

არასტეროიდული ანტიანთებითი ჯგუფის ზოგიერთი პრეპარატი იწვევს ლორწოვანი გარსების გამოშრობას.

ზოგჯერ კი ქალს დაქვეითებული აქვს ლიბიდო, ანდა არ ხდება სქესობრივი აქტის წინ საკმარისი აგზნება და ესეც შეიძლება გახდეს საშოს სიმშრალის მიზეზი.

საშოს ლორწოვანის გაზიღიზიანების გამოწვევა შეუძლია საპნებს, ჰიგიენის სხვა საშუალებებს, პარფიუმერულ პროდუქციას. ძალიან ბევრი ქალი ალერგიულია ასეთი პროდუქტების მიმართ. გამღიზიანებლებად ითვლება საცვლები და პირსახოცებიც. უმრავლეს შემთხვევაში ქალმა არც იცის, რომ ამა თუ იმ ქსოვილის თუ პროდუქტის მიმართ ალერგიულია.

საყურადღებოა ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ მთელ ორგანიზმში და საშოში განვითარებული დისბიოზი, რომელიც ასევე ხშირად ხდება ხოლმე სიმშრალის მიზეზი.

როგორ აღვადგინოთ ლორწოვანი?

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის დახმარება და შესაბამისი

ანალიზების გაკეთება რომ დადგინდეს სიმშრალის ზუსტი მიზეზი. ამის შესაბამისად უნდა ჩატარდეს მკურნალობა, მაგალითად ესტროგენის დეფიციტისას, შეიძლება საჭირო გახდეს ჰორომონალური კორექცია, თუ მედიკამენტებია სიმშრალის გამომწვევი, საჭიროა სიფრთხილე მათი დანიშვნისას.

თუმცა ამასთან ერთად აუცილებელია ადგილობრივი თერაპია საშოს ლორწოვანის ეპითელიზაციის და ელასტიკურობის აღსადგენად. ამ მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა ციკატრიდინას სანთლები.

ციკატრიდინა ვაგინალური სანთლების აქტივობა განპირობებულია მასში შემავალი ჰიალურონის მჟავასათი, რომელიც უზრუნველყოფს ქსოვილის სტრუქტურულ სიმტკიცეს, ტროფიკასა და ელასტიურობას.

ხსნის საშოს ლორწოვანის ატროფიის სიმპტომებს (მტკივნეული სქესობრივი აქტი, საშოს სიმშრალე, ქავილი);

გარდა ამისა, ციკატრიდინა გამოიყენება საშვილოსნოს ყელზე ქირურგიული ჩარევის შემდგომ საშოს ტრავმების შეხორცების სტიმულირებისათვის, აგრეთვე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომ, სამშობიარო გზების ტრავმების შეხორცების სტიმულაციისთვის, მცირე მენჯის მიდამოში დასხივების (სხივური თერაპია, ბრაქითერაპია) შემდგომ საშოს შეხორცების სტიმულაციისათვის; საშვილოსნოს ყელის ანთების (ცერვიციტის) მკურნალობისას სისხლდენის შემცირების და შეხორცების სტიმულირებისათვის; ვაგინალური მიკოზის მკურნალობის შემდგომ ვაგინალური დისკომფორტის სიმპტომების შესამსუბუქებლად; ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ ადგილობრივი იმუნიტეტის კორექციისათვის.

ციკატრიდინას სანთელი გამოიყენება საღამოს ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ამობეჭდეთ ან გადაუღეთ ფოტო ვაუჩერს, მიიტანეთ სახალხო აფთიაქში და მიიღეთ 30%-იანი ფასდაკლება:

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვილის დედა ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

გაბრიელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - ბავშვი უკვე 3.200 კილოგრამს იწონის, ანალიზები კარგია, ხოლო ჩატარებული კვლევის მიხედვით, მისი ნაწლავის სიგრძე 55 სანტიმეტრს აღწევს,- ამის შესახებ დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში წერს.„გაბრიელი უკვე 3.200 კილოგრამია. ანალიზები კარგი გვაქვს. ინტენსიურიდან ჩამოგვიყვანეს გუშინ და გადაგვიყვანეს პალატაში… ასევე მისი ნაწლავი კვლევით 55 სანტიმეტრია... როცა თურქეთმა აბსურდულად პატარა გვითხრა, 25 სანტიმეტრი… რაც რეალური არ იყო ზუსტად ვიცოდით, რადგან ბოლო ოპერაციაზე ქირურგმა გვითხრა, რომ 45 სანტიმეტრი იყო... ნაწლავი იზრდება და არ პატარავდება, ხომ?  ხო, ახლა გადავიდეთ კარგ ამბავზე, ის 10 სანტიმეტრით არის გაზრდილი, რაც ძალიან კარგია.რჩევის დონეზე ბევრს გირჩევთ აქ ჩამოსვლას, თუმცა, ისე არა, როგორც მე ჩამოვედი… გადმოაგზავნეთ საბუთები და დაეკონტაქტეთ კლინიკას… მე პირდაპირ ავიყვანე და ჩამოვიყვანე ბავშვი, დრო არ იცდიდა... და ეს იყო ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია,“ - წერს თაკო ბარბაქაძე.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერებაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალდონელია სეტყვა.„26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვა, 27-28 ივნისს – ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ილია თოფურია: “მიყვარხარ საქართველო! დიდი მადლობა.”

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "სიტყვის აკადემიის“ (Word Academy) მიერ მის მხარდასაჭერად მომზადებულ ვიდეორგოლს. კლიპში 200-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა შეიკრიბა, რათა ჩემპიონისთვის სიყვარული და გვერდში დგომა გამოეხატა."ილია, შენი სამშობლო შენ გვერდითაა!“ - ვკითხულობთ ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.ქართველმა მებრძოლი კი ამ ვიდეო რგოლს შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:"მიყვარხარ საქართველო. დიდი მადლობა" - წერს ილია თოფურია.

გმირი ბიჭი ტყიბულიდან, რომელმაც 2 დღის წინ თბილისში, ლისის ტბაზე ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა 23 წლის თემო კუბლაშვილია.

23 წლის ტყიბულელმა თემო კუბლაშვილმა თბილისში, ლისის ტბაზე ახალგაზრდა დახრჩობას გადაარჩინა. შემთხვევა 2 დღის წინ, ღამის 11 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბავშვს წყალში ბურთი გადაუვარდა და ახალგაზრდა მის გამოსატანად შევიდა, თუმცა შუა ტბაში ძალა გამოეცალა და შველას ითხოვდა. მაშველების, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლამდე ახალგაზრდის გადასარჩენად ტბაში თემო კუბლაშვილი გადახტა, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცს სიბნელეში მიაგნო და ნახევრად გონდაკარგული ნაპირზე გამოიყვანა. თემო კუბლაშვილი თბილისში ქირით ცხოვრობს და რესტორანში მუშაობს.

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბოლქვაძემ ბელგიელი ჟელინ ვანდრომი სამ სეტში – 6:4, 4:6, 6:3 დაამარცხა.პირველ სეტში ბოლქვაძემ გადამწყვეტი ბრეიქი მეშვიდე გეიმში შეასრულა, ხოლო თავისი ჩაწოდება არ დაუკარგავს. მეორე სეტში ბელგიელმა ორი ბრეიქის შესრულება შეძლო და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გადამწყვეტ სეტში ბოლქვაძემ მეტოქეს სამჯერ აართვა ჩაწოდება.28 წლის ქართველი ჩოგბურთელისთვის დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში ეს მეორე გამოსვლა იქნება – პირველად მან 2019 წელს ამერიკის ღია პირველობაზე მოახერხა ძირითად ბადეში მოხვედრა და ერთი წრის გავლაც შეძლო.უიმბლდონის ძირითადი ეტაპი 29 ივნისს დაიწყება, მანამდე წილისყრა შედგება და ბოქლვაძე თავისი მეტოქის ვინაობას შეიტყობს.

ბოლო სიახლეები