ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

9 მარტს თემურ ჭკუასელის-ახალი წიგნის- ,,კენჭები თირკმელში’’ პრეზენტაცია გაიმართება

9 მარტს, პარასკევს , 19:00 საათზე, ქალაქ თბილისის საკრებულოში, ხელოვანის, მწერლისა და პარლამენტის წევრის , თემურ ჭკუასელის ახალი წიგნის- ,,კენჭები თირკმელში’’ პრეზენტაცია გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა.აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება.29 წლის თოფურია UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. 2024 წლის თებერვალში მან ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი ქართველი 2025 წლის ივნისში გახდა, მან ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია. რაც შეეხება 37 წლის ჯასტინ გეიჯის, ამჟამად ის დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.

დონალდ ტრამპი – ირანი თუ გამდიდრებული ურანის გადაცემაზე დაგვთანხმდება, ომი დასრულდება, თუ არ დაგვთანხმდება – დავბომბავთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა PBS News-თან სატელეფონო საუბარში ირანთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოთქვა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზას უახლოვდება.„ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს, კვლავ გარიგება დავდოთ. თუ ეს არ მოხდება, ძველ გზას დავუბრუნდებით“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს გამდიდრებული ურანის შეერთებული შტატებისთვის გადაცემას.„თუ დაგვთანხმდებიან – დასრულდება, თუ არ დაგვთანხმდებიან – დავბომბავთ“, – აღნიშნა მან.ამასთან, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ შეთანხმება დაიდოს ჩინეთში მის ჩასვლამდე, მომავალ კვირაში.„იდეალური იქნებოდა. სავალდებულო არ არის, მაგრამ იდეალური იქნებოდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„…ისეთი რაღაცები მითხრა, მაშინ წარმოუდგენელი იყო“ – პატრიარქის დაცვის უფროსი

პატრიარქის დაცვის უფროსი ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარია. ილია მეორესთან გატარებულ წლებსა და მნიშვნელოვან ეპიზოდებზე, ვანო კობაიძე საჯაროდ პირველად საუბრობს.„მწირი ინფორმაციაა პატრიარქის დედასთან დაკავშირებით და მე მოკლედ მოგიყვებით... მამა გაბრიელმა გამაჩერა და ისეთი რაღაცები მითხრა, მაშინ, იმ პერიოდში წარმოუდგენელი იყო... ის იქნება ბოლო წმინდანი საქართველოში და მოუფრთხილდი ჩვენს პატრიარქსო. პატრიარქი მეგონა უკვდავი... მადლობა უფალს, რომ მომიწია მძიმე პერიოდში მისი უწმინდესობის გვერდზე დგომა...როგორც რენტგენი, ისე ხედავდა ყველაფერს...ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება, უწმინდესი, ყველაზე გახარებული, მე მაშინ ვნახე...“, - ამბობს ვანო კობაიძე.ექსკლუზიურ ინტერვიუს მაყურებელი გადაცემაში „ნოესთან“ იხილავს.ნახეთ, ანონსის ვიდეო:

მეუფე იაკობი – ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ, ისე არ არის, წახვიდე და უცხოელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“ – ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან,...

ჩვენი არჩევნები არ ჰგავს ერში რომ არჩევნებია იმას - ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ - ისე არ არის, წახვიდე და უცხოელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“ - ცოტა ხანი, ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან, გაერთოს, გადაწყვეტილებას კი, ღმერთთან ერთად, ჩვენ მივიღებთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს და საკითხში არავინ ერევა.მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ „ჩვენი ეკლესია ძალიან საიმედო ხელშია“.„სანამ გამოვირჩევთ ახალ პატრიარქს, პრესა-ტელევიზიებში ვნებათაღელვაა ხოლმე. მათაც ვერ გაამტყუნებ ამაში, რაღაც თემის აწევა უნდათ. მერწმუნეთ, ყოველ დღე მაგ საქმეებში ვართ, ვემზადებით, შიგნით სიმშვიდეა, არავინ ერევა და არც გავაბედინებთ ვინმეს ჩარევას, რომც უნდოდეს. შიგნითაც, ჩვენს წევრს რომ უნდოდეს ჩარევა, ის ვერ გაგვიბედავს, არათუ გარედან ვინმემ გაგვიბედოს, ეგ კარგად იცოდეთ, ქვეყანაში იქნება თუ ქვეყნის გარეთ. ასეთი რამ არ ხდება, თორემ გამოვიდოდნენ და იტყოდნენ. სამი კანდიდატი დარჩა და რომელიმე მაინც იტყოდა. ყველაფერი ნორმალურად მიდის. მალე, ალბათ, კრების თარიღსაც გადავწყვეტთ, გამოვირჩევთ და ვნებათაღელვაც დაცხრება. მთავარია, ღმერთს რა უნდა ის ვიფიქროთ ხოლმე და არა ის, მე ის მომწონს, მე ეს მომწონს. ადამიანი ყველაფერში ღვთის ნებას უნდა ეძიებდეს. მერწმუნეთ, რაღაც უძლურები არ გეგონოთ. უწმინდესმა თავისი სიცოცხლეშივე გვასწავლა, როგორ უნდა იმართოს ეკლესია. ძალიან საიმედო ხელშია ჩვენი ეკლესია და ვისაც გამოვარჩევთ, აუცილებლად გავაგრძელებთ ისევ თქვენთან ერთად სულიერ წინსვლას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგავსოთ.არ ინერვიულოთ. მკითხავებივით არიან - ესა, ისა, ამას ამდენი ხმა, იმას იმდენი ხმა. ჩვენზე კარგად არავინ იცის, რა ხდება, როგორ ხდება. ერთმანეთში მშვიდობაა. ზოგჯერ შეიძლება ვინმე უკმაყოფილო იყოს, მაგრამ უკმაყოფილოს რა დალევს?! არც ეკლესიაში დაილევა და არც გარეთ გვაკლია. ჩვენი არჩევნები არ ჰგავს ერში როგორც არის არჩევნები. სხვანაირად არის და ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ. ისე არ არის წახვიდე და უცხელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“. ჩვენსას ჩვენ გადავწყვეტთ, უცხოელები თავისას მიხედავენ. არც არავის საქმეში ვერევით და არც არავის ჩავრევთ. არ ინერვიულოთ მაგაზე. უმეტესობასთან, ვისთანაც ვსაუბრობ, მზად ვართ, რომ ერთობით და ერთსულოვნად, არ შეგარცხვინოთ, არც ღმერთს დავწყვიტოთ გული და არც თქვენ. ყველაფერი კარგად იქნება, ღვთის შეწევნით, მერწმუნეთ. ცოტა ხანი ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან, გაერთოს, გადაწყვეტილებას კი, ღმერთთან ერთად, ჩვენ მივიღებთ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.ცნობისთვის, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა. ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.

მეუფე ნიკოლოზი – გაფართოებულ კრებამდე სინოდის სხდომა გამორიცხულია, მღვდელმთავრების არავითარი ნაწილი არ იარსებებს, ვინც ამას მოითხოვს – რაც შეეხება მეუფე ზენონის განცხადებას ე.წ. ენდემოსას...

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებით, გაფართოებულ კრებამდე სინოდის სხდომა გამორიცხულია.შესაბამისი განცხადებით, მიტროპოლიტი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მეუფე ზენონმა აღნიშნა, რომ სინოდის სხდომის ხელახლა მოწვევის თაობაზე მღვდელმთავრებს მიმართავს.როგორც მეუფე ნიკოლოზმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, მსჯელობის სურვილის შემთხვევაში, განხილვა გაფართოებული კრების შემდეგაც შესაძლებელია.„გაფართოებულ კრებამდე სინოდის სხდომა გამორიცხულია. არავითარი ნაწილი არ იარსებებს, ვინც ამას მოითხოვს. თვითონ კრების ჩატარებას, სერიოზული მომზადება სჭირდება. სინოდის სხდომა, რომელიც ჩატარდა, პატრიარქის ორმოცამდე იყო ამაზე სერიოზული მუშაობა. ლამის ყოველდღე იკრიბებოდა მღვდელმთავრების ნაწილი საორგანიზაციო საკითხების გასავლელად. წარმოიდგინეთ, 2000 ადამიანი უნდა მოვიწვიოთ სამების ტაძარში. რამხელა ორგანიზება სჭირდება და ამის გადაწევა-გადადება... ამიტომ, სავარაუდოდ, კრება გაიმართება. ვფიქრობ, სწორიც იქნება. თუ მსჯელობა გვინდა ერთმანეთთან, კიდევ ვიმსჯელოთ მერე“,- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მეუფე ზენონის ე.წ. „ენდემოსას სინოდის“ არსებობის შესახებ გავრცელებულ განცხადებებს აბსურდული უწოდა.ამასთან, მეუფემ აღნიშნა, რომ კათოლიკოს პატრიარქი ილია II ეკლესიას ყოველთვის სრულად აკონტროლებდა და მის პირობებში მსგავსი სტრუქტურის შექმნა წარმოუდგენელი იყო.„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კათოლიკოს პატრიარქი უკანასკნელ წუთამდე, საღი გონებით, მტკიცედ მართვადა ეკლესიას და ვერავინ გაუბედავდა რაიმე სინოდის შექმნას ამ საეკლესიო სივრცეში. ეს არის სრული აბსურდი. პატრიარქი სანამ ჩვენ გვერდით იყო, ახლაც არის ჩვენ გვერდით, ვერაფერს გამოაპარებდი საერთოდ. ღრმად მწამს, რომ პატრიარქს ჰქონდა ისეთი გამოცხადებები და ისე იგებდა ყველაფერს, რომ ბევრჯერ გაკვირვებული დავრჩი“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ბოლო სიახლეები