პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი კომისიის დასკვნის შემუშავებაში ჩაერთოს

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს. მმართველი პარტია მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ 26 ივლისს ჩანიშნულ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ განხილვაში, რომელზეც დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა უნდა მოისმინონ და დაამტკიცონ.

„ორშაბათს, 26 ივლისს გაიმართება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ პლენარულ სხდომას და მონაწილეობა მიიღონ დასკვნის განხილვაში. თუ კვლავაც მიგაჩნიათ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს, რომელმაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები, ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი, ნუ გაექცევით დისკუსიას და სცადეთ თქვენი სიმართლის დამტკიცება. სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება, როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პროტესტის 30-ე დღე – რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა

პროტესტის 30-ე დღე - ერთი თვეა რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს იკეტება და ტრადიცია გრძელდება. დემონსტრანტები, რომლებიც დღესაც შეიკრიბნენ პარლამენტთან, უცვლელი მოთხოვნები აქვთ - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მოსულები, მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციებიდან. პროტესტი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

კახა კალაძე – ბიძინა ივანიშვილი ისედაც დე ფაქტო დასანქცირებული იყო, მოთხოვნა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ისედაც დე ფაქტო დასანქცირებული იყო. ამის შესახებ მან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ბიძინა ივანიშვილი ისედაც დე ფაქტო დასანქცირებული იყო. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან სანქციებით, რაც წარმოუდგენელია. მოთხოვნა რა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მუქარებით, შანტაჟით. ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება, პირდაპირ მოწოდებები. რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის საქართველოში მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული, თუმცა მისი მხრიდან გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2012 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა და გამარჯვება მოიპოვა. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ქართველ ხალხს და ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-თან, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ურთიერთობები გადაიტვირთება. „ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც 26 ოქტომბერს მოვიპოვეთ გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა, რადგან ვატარებთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვიცავთ ჩვენს მოსახლეობას, ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ნუ დაგვავიწყდება, რომ სახაზინო დეპარტამენტს უფლება აქვს, შემოიღოს მეორადი სანქციები მათ მიმართ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებს

ნუ დაგვავიწყდება, რომ სახაზინო დეპარტამენტს უფლება აქვს, შემოიღოს მეორადი სანქციები მათ მიმართ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებს, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით აშშ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. „აშშ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ OFAC-ს (უცხოური აქტივების კონტროლის ოფისს) უფლება აქვს, შემოიღოს მეორადი სანქციები მათთან მიმართებით, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებს“, – წერს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო, არ დათმო ქვეყნის ინტერესები, დღევანდელი გადაწყვეტილებით არაფერი შეცვლილა

ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო – ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით რეალურად არაფერი შეცვლილა. „ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დეფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში თითქმის ფორმალური სანქციებით. ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, არ ვიცი. სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა. დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო – ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ, საკვანძო ინტერესებს, ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე ფაქტო სანქციები და ახლა უკვე, საბოლოო ჯამში, მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა, რეალურად არაფერი შეცვლილა, მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული. სამი წელი, უბრალოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ. ახლა უკვე აამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია. არაფერი განსაკუთრებული, რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას

შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რეალურად ოპოზიცია არის გაკოტრებული. „ერთადერთი, ვინც მათ ასულდგმულებს, ესენი არიან გარე პატრონები, თუმცა ესეც არის აბსოლუტურად სუსტი იარაღი. საბოლოო ჯამში ოპოზიციას უწევს პარლამენტის აღიარება, ჯერ „ლელომ“ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, როდესაც მათ ისარგებლეს საკუთარი კვოტით საარჩევნო ადმინისტრაციაში და ახლა ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც უარი თქვა დაფინანსებაზე, იყო გვარამიას პარტია. ყველა დანარჩენმა აღიარა არჩევნების შედეგები. ეს ნიშნავს, რომ ის შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთ ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები