პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

ირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროდ, ტელევიზიები პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად გარდაიქმნენ

სამწუხაროდ, ტელევიზიები პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად გარდაიქმნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთელი ის სიყალბე, რაც ბოლო პერიოდში ხდება, არის მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული.

„ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ. მე ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროდ, ტელევიზიები გარდაიქმნენ პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად. მთელი ის სიყალბე, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებისთვის ორგანიზებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ზურაბ ჯაფარიძე – სანქცია საკმაოდ მძიმეა, მაგრამ არის გამონაკლისებიც, მაგალითად, არ ეხება ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებს

სანქცია საკმაოდ მძიმეა, საუბარია როგორც აქტივების, ისე ტრანზაქციების დაბლოკვაზე, მაგრამ მე რაც ვნახე (შეიძლება ვცდებოდე) არის გამონაკლისებიც, მაგალითად არ ეხება ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებს, რაც სიგნალია და უტოვებს ერთგვარ “გასასვლელს”, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც  „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „მნიშვნელოვანია რა ტიპის სანქცია გამოიყენეს: ეს არის ამერიკის პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება, რომლის სათაურიც არის “რუსეთის საგარეო საზიანო ქმედებების შესახებ”, მიბმულია რუსეთის ამბავს. კონკრეტული მუხლი, რომელიც გამოიყენა ბლინკენმა ეხება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას. სანქცია საკმაოდ მძიმეა, საუბარია როგორც აქტივების, ისე ტრანზაქციების დაბლოკვაზე, მაგრამ მე რაც ვნახე (შეიძლება ვცდებოდე) არის გამონაკლისებიც, მაგალითად არ ეხება ივანიშვილის ოჯახის წევრებსა და მის კომპანიებს, რაც სიგნალია და უტოვებს ერთგვარ “გასასვლელს”, მე ეგ განცდა დამრჩა, რომ შეიძლება უფრო გამწვავდეს და გაიზარდოს სანქციის სიმძიმე. ,,ქართული ოცნების” შიგნით რომ ვიყო, სერიოზულად შემეშინდებოდა - რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს. ივანიშვილს თუ მიადგნენ, ნებისმიერთან მივლენ და დაასანქცირებენ. არ მგონია მათგან ვინმეს უნდოდეს, საკუთარმა შვილებმა გროზნოში იარონ და პეტერბურგში ისწავლონ, ეს ხალხი ფულს იმიტომ აკეთებს, რომ დასავლეთში გაერთოს, დაისვენოს და შვილებს იქ მიაღებინოს განათლება. სანქციის შინაარსია, რომ განდეგილი და გარიყული ხდები, არავინ ხელს არ ჩამოგართმევს, საქმეს არ დაიჭერს და ფოტოს არ გადაიღებს შენთან ცივილიზებულ ქვეყანაში. ყველაფერი აქ, რუსთაველზე მიმდინარე პროტესტის დამსახურებაა, თუ ჩვენ აქ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენ გვაქვს დასავლეთის მხარდაჭერა, თუ არა - ჩვენს გარეშე ჩვენს ომს არავინ იომებს. პრინციპული საკითხია, რომ აქცია გრძელდება და განწყობაც ისეთია - გაგრძელდება გამარჯვებამდე!”, - წერს ჯაფარიძე.

ზაალ ანჯაფარიძე: ისე გაუჭირდა საქართველოში აშშ-ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს წარმავალი ადმინისტრაციის ხელით უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება

ისე ძალიან გაუჭირდა საქართველოში აშშ-ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს, მისი წარმავალი ადმინისტრაციის ხელით, უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას. მისი განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ ბოღმით ისეა დაბრმავებული, რომ 20 იანვრამდე შესაძლოა, ბევრ რამეზე წავიდეს. “ისე ძალიან გაუჭირდა საქართველოში აშშ-ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს, მისი წარმავალი ადმინისტრაციის ხელით, უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება (მაგნიცკის სიაში მისი შეყვანა ჯერ ვერ გაბედეს), არის მათი  ჭუჭყიანი კუდის ბოლო მოქნევა. როგორც ამ დილას დავწერე, ვიდრე სანქციების ამბავი გაცხადდებოდა, ეს ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ ბოღმით ისეა დაბრმავებული (საამისოდ მიზეზები აქვთ - ომში ვერ ჩაგვრთეს), რომ 20 იანვრამდე შეიძლება ბევრ რამეზე წავიდნენ, თუ ნახეს, რომ ამჯერადაც ვერ მიაღწიეს საწადელს” - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

გურამ მაჭარაშვილი – ბიძინა ივანიშვილი ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე, უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში

ბიძინა ივანიშვილი ეკუთვნის იმ ადამიანებს, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე, უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ივანიშვილი იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს, ამისთვის ჯერ ფაქტობრივად, ახლა ფორმალურად დაასანქცირეს. „არ დაუშვა ომი საქართველოში. იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს. ეხმარებოდა და ეხმარება ქართულ სპორტს, ხელოვნებას, კულტურას და მათ წარმომადგენლებს. ამისთვის ჯერ ფაქტობრივად, ეხლა უკვე ფორმალურად დაასანქცირეს. თუმცა ავიწყდებათ რომ ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში“, – წერს გურამ მაჭარაშვილი. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და მისი დემოკრატიული ევროპული მომავლის გადასაჭრელად

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმაურება. ბრაჟეს თქმით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. „შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და მისი დემოკრატიული ევროპული მომავლის გადასაჭრელად, რაც შეესაბამება ხალხის მოთხოვნას“, – წერს ბრაჟე სოციალურ ქსელში.  

როდემდე გაგრძელდება ძლიერი თოვა და ქარბუქი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები