ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესში უმნიშვნელოვანესია სამთავრობო გუნდის მხარდაჭერა და განსაკუთრებულია ბატონი პრემიერ-მინისტრის წვლილი

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს იმ მხარდაჭერისა და განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია და აგრძელებს ჩვენი ჯარის გაძლიერებისა და მისი წარმატებული ტრანსფორმაციისთვის, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადა მთელ სახელისუფლებო გუნდს.

„ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესში უმნიშვნელოვანესია სამთავრობო გუნდის მხარდაჭერა და განსაკუთრებულია ბატონი პრემიერ-მინისტრის წვლილი. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს იმ მხარდაჭერისა და განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია და აგრძელებს ჩვენი ჯარის გაძლიერებისა და მისი წარმატებული ტრანსფორმაციისთვის, ასევე მთელ სახელისუფლებო გუნდს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, „თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2020-2030“-ის წარმატებით განხორციელების შედეგად, ჩვენ მივიღებთ არსებითად გაძლიერებულ, სრულიად მოდერნიზებულ და თანამედროვედ აღჭურვილ თავდაცვის ძალებს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა – მოვუწოდებთ დიალოგისკენ, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისა და ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის ანგარიში მიიღო. „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. საბოლოო დოკუმენტი ოფიციალურ საიტზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ვრცელდება ანგარიშის სამუშაო ვერსია.დოკუმენტში საქართველოს საკითხზე რამდენიმე კუთხითაა საუბარი, მათ შორის, ნათქვამია, რომ „2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები] ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა“. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას.„მივესალმებით ეუთოს ვენის მექანიზმის ამოქმედებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მასობრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც, ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა, აღიარებს ამ მექანიზმის მნიშვნელობას ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პროცესებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს და მოვუწოდებთ დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებისკენ ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ძირითადად ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით, რომლებიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას“, - წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ანგარიშში.

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი მინდაძეს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ინფორმაციისთვის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვის უფლება მსჯავრდებულმაც გამოიყენა.როგორც გიორგი მინდაძემ საბოლოო სიტყვის თქმის დროს განაცხადა, მისთვის შეფარდებულ სასჯელს მნიშვნელობა არ აქვს და საზოგადოებას სხვა დაპატიმრებული პირების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებოდნენ, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელებს პიროტექნიკა ესროლა.

გია ვოლსკი – ოპოზიციის მიზნები და გარედან შემოსული ინსტრუქტაჟი არ შეცვლილა, უბრალოდ საკუთარი მიზნის მისაღწევად ზოგს ბოიკოტი და საბოტაჟი, ზოგს კი არჩევნების გზა მიაჩნია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას საერთო მიზნები აქვს, თუმცა შესაძლოა, განსხვავებულად ხედავდნენ ამ მიზნების განხორციელების გზას.ვოლსკის თქმით, ოპოზიცია გარედან მიღებული ინსტრუქტაჟით მოქმედებს.„ოპოზიცია დაკარგულია სივრცეში. მათთვის პოლიტიკური სივრცე არ არსებობს. აქვთ ერთადერთი სცენარი – რომელიც საქართველოში არ დაწერილა – როგორმე ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რაც რუსეთის ძალების დივერსიფიკაციას მოახდენს და ევროპის მიმართულება შერბილებული იქნება რუსეთის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში. ეს არის იდეა და აზრი. მამუკა ხაზარაძეს და სხვებს მიაჩნიათ, რომ ამ აზრის განხორციელება არჩევნების გზით შეიძლება. დიდი შეცდომაა დაშვებული, რომ მანდატები არ გამოიყენეს. ზოგს მიაჩნია, რომ საკუთარ მიზანს ბოიკოტით და საბოტაჟით მიაღწევს. მათ შორის სხვაობა ეს არის, თორემ არც მიზანი, არც იდეა და გარედან შემოსული ინსტრუქტაჟი არ შეცვლილა. ვიხილეთ კიდეც ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

გურამ მაჭარაშვილი – ეუთო/ოდირ-ს თავს დაესხნენ, როგორ დაწერა ის რეალობა, რაც საქართველოში არჩევნებზე მოხდა, მათი დასკვნა არ აინტერესებდათ, ბიბლია არ არისო, ახლა გახდა საჭირო...

ვისაც უნდოდა, რეალობა დაენახა, დაინახა და თქვა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა, –  ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ხელისგულზე დევს, სად როგორი არჩევნები ტარდება და ყველამ იცის, სად რა განწყობებია.„ვისაც უნდოდა, რეალობა დაენახა, დაინახა და თქვა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა. არაფერს ვამბობ ეუთო/ოდირ-ზე, რომელსაც თავს დაესხნენ იმის გამო, როგორ თუ რეალობა დაწერა, რაც საქართველოში მოხდა. ამბობდნენ, რომ ეუთო-ს დასკვნა არ აინტერესებთ, რადგან ბიბლია არ არის. რატომღაც ახლა ეუთო საჭირო ორგანიზაცია გახდა. ე.წ. კრიტიკა, რომელსაც ევროპარლამენტარებს ალაპარაკებენ, ფასიან განცხადებებს რომ აკეთებინებენ, ეს უკვე არაფერს ეფუძნება. ევროპაში ამ სიყალბის მათივე საზოგადოებას არ სჯერა, რადგან ხელისგულზე დევს, სად როგორი არჩევნები ტარდება და ყველამ იცის, სად რა განწყობებია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა…” – 28 წლის ფორვარდის ტრაგიკულად დაღუპვის დეტალები

28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა.უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების და „ლივერპულის" ფეხბურთელი, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, მანქანაში იჯდა მისი 26 წლის ძმაც. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ისიც ემსხვერპლაფეხბურთელი სულ რაღაც 10 დღის წინ დაქორწინდა, რუტე კარდოსოზე. ქორწილი 22 ივნისს შედგა. ფოტოებზე წყვილი სამ შვილთან ერთად იყო გამოსახული.ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.

ბოლო სიახლეები