ორშაბათი, სექტემბერი 15, 2025

გიორგი ცუცქირიძე: მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე მნიშვნელოვნად აჭარბებს არა მხოლოდ პანდემიამდელ მონაცემს, არამედ 5 პროცენტზე მეტად აღემატება 2019 წლის იანვარ-მაისის ზრდის მონაცემსაც

აპრილში სარეკორდო 44.8-პროცენტიანი ზრდის ანალოგიურად, რაც უპრეცედენტოა პოსკრიზისული პერიოდისათვის, მაისშიც წინასწარი შეფასებით, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის ზრდამ საკმაოდ მაღალი 25.8-პროცენტიანი მაჩვენებელი შეადგინა.

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაისში, აპრილის მსგავსად, ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები.

მისი თქმით, 2021 წლის მაისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 45.0 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 339.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ექსპერტის განცხადებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ფონზე იანვარ-მაისის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 11.5 პროცენტი შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვნად მეტია იანვარ-აპრილის 8-პროცენტიან მაჩვენებელზე.

„ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა წლის მაისში ეკონომიკის კლება 13.5 პროცენტი იყო. შესაბამისად, 2021 წლის მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე მნიშვნელოვნად აჭარბებს არა მხოლოდ პანდემიამდე ანუ 2019 წლის მაისის მონაცემსაც, არამედ მნიშვნელოვნად (5 პროცენტზე მეტად) აღემატება 2019 წლის იანვარ-მაისის ზრდის მონაცემსაც ამავდროულად. ეკონომიკის მაღალ ზრდაზე მიუთითებს მაისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 50.3%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 3,581 ერთეულს გაუტოლდა, რაც 12.5 პროცენტით აღემატება გასული წლის მაისის თვის მონაცემს“, – აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

ექსპერტის თქმით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის გაჯანსაღებას ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულმა სწორმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, და მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა მხარდაჭერის პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, რამაც შექმნა მყარი ფუნდამენტი ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებისთვის.

გიორგი ცუცქირიძის პროგნოზით, ივნისშიც ზრდის მაღალი ორნიშნა მაჩვენებელია მოსალოდნელი, გასული წლის ივნისში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7.7-პროცენტიანი კლების ფონზე, ხოლო შემდგომ თვეებში ტურიზმის აღდგენის და ვაქცინაციის ფონზე, ეკონომიკის მთლიანი გახსნის პირობებში, სავარაუდოდ წლიური ზრდის ორნიშნა ციფრზე გავალთ, რაც ყველა საპროგნოზო სცენარზე გაცილებით მაღალია, მათ შორის საქართველოს მთავრობის ბაზისურ 6-პროცენტიან მაჩვენებელზეც.

„ამიტომ იყო, რომ მთავრობამ შეცვალა წლის დასაწყისის პროგნოზი და ოპტიმისტურ სცენარად წლიური 10.2 პროცენტი დაასახელა, რაც საკმაოდ რეალურია. ზრდის ეს მაჩვენებელი არა მხოლოდ მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე მაღალი იქნება, არამედ რეცესიული ციკლის დასრულებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უმუშევრობის შემცირებასაც, სამუშაო ადგილების შენარჩუნებით და მხოლოდ პოზიტიურად წაადგება ლარის გამყარების არსებულ ტენდენციებსაც მთლიანობაში“, – განაცხადა ექსპერტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან ხაბეიშვილი – ნუ მიაქცევთ ყურადღებას ეთერებში მსხდომ, დროის გასაყვანად მისულ, გამოგონილ ოპოზიციონერებს, უსმინეთ იმ ადამიანებს, ვინც 4 ოქტომბრის გარშემოა გაერთიანებული

ნუ მიაქცევთ ყურადღებას ეთერებში მსხდომ, დროის გასაყვანად მისულ, გამოგონილ ოპოზიციონერებს და ნურც გაბღენძილ „ლიდერებზე“ იდარდებთ, სამი სართულით ზემოდან რომ გვიყურებენ და მუდმივად სურთ პოლიტიკაში „იტივტივონ“, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის პოსტშია ნათქვამი, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.მისი თქმით, ხალხმა უნდა უსმინოს საკუთარ გულისცემას და იმ ადამიანებს, ვინც გამარჯვებას ასხივებს, 4 ოქრომბრის გარშემოა გაერთიანებული და ბოლომდე აპირებს იბრძოლოს.„შიში, მარცხი, ჩამოშლა, კაპიტულაცია დააპატიმრა ივანიშვილმა და მდინარაძემ. ჩემი კი არ ეშინიათ, რეალურად, თქვენი, ხალხის პანიკური შიში აქვს. ივანიშვილმა მე დამაპატიმრა, მძევლად ამიყვანა ერთი მიზეზით: დავიჭირე დიდი, უშველებელი სარკე და ყველა ქალაქში, სოფელში, ეზოში, ეთერში, სოციალურ ქსელში ხალხს ვაჩვენებდი, რომ დაინახეთ თქვენი გამარჯვებული სახეები, დაინახეთ, რომ ათასჯერ მეტნი ხართ. ჩაიხედეთ სარკეში და ნახეთ, რომ მარტო არ ხართ, შენ ხარ საქართველო. აი, ამ დიდ სარკეს გამოეკიდნენ შლეგებივით, ამ სარკის დამტვრევას ცდილობს ბიძინა. მისი ამოცანაა, რომ სულ ჩვენი დამარცხებული, მოღუშული პირსახე გვახსოვდეს. მას ეშინია, რომ თუ ხალხი იცქირება სარკეში, დაინახავს, რომ უპირობოდ გამარჯვებულია და ხალხს წინ ვერაფერი დაუდგება. ამ დროისთვის ენა „ამომაგლიჯეს“. სარკე ჩამომართვეს და დილეგში გამამწესეს. ბოროტ, კაცთმოძულე ივანიშვილ-მდინარაძეს ვერ გაუაზრებიათ, რომ ეს სარკე უკვე ძალიან ბევრ ადამიანს დააქვს და ვერც ის გაიგეს, რომ ამასობაში სარკე საქართველოს დროშად გადაიქცა და ის ყველა ქართველის გულშია. დიახ, ყველა ქართველს გულით დააქვს დროშა და 4 ოქტომბერს უპირობოდ დაიცავენ იმას, რაც ყველაზე მეტად უყვართ – სამშობლოს.4 ოქტომბერი უკვე არის სახალხო, ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც ხალხის გასაფორმებელია. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ეთერებში მსხდომ, დროის გასაყვანად მისულ, გამოგონილ ოპოზიციონერებს და ნურც გაბღენძილ „ლიდერებზე“ იდარდებთ, სამი სართულით ზემოდან რომ გვიყურებენ და მუდმივად სურთ პოლიტიკაში „იტივტივონ“. უსმინეთ საკუთარ გულისცემას და იმ ადამიანებს, ვინც გამარჯვებას ასხივებს, 4 ოქრომბრის გარშემოა გაერთიანებული, ბოლომდე აპირებს იბრძოლოს. ხომ დადასტურდა, რომ საზოგადოება ერთიანია საქართველოს გადარჩენის ბრძოლის სტრატეგიაში. ჰოდა, მათთან ერთად ვმობილიზდეთ, ერთმანეთს გადავხედოთ და მტკიცედ მოვემზადოთ.ივანიშვილი რეალურად დაგვეხმარა ამ დაკავების აქტით. მან დაგვარწმუნა, რომ ის უკვე დამარცხებულია. მდინარაძემ ირწმუნა, რომ მარცხდებიან და ამიტომ ამიყვანეს მძევლად. ამაზე უკეთ როგორ გვანიშნონ, რომ გამარჯვება მონდომებაზე და ერთი ხელის გაწვდენაზეა. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

გია ვოლსკი – რადიკალური ოპოზიცია ლამობს, გაამართლოს ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რასაც 2020 წლიდან ვუყურებთ – რევოლუციის მცდელობებს, ამ სცენარისთვის უშველებელი თანხებია დახარჯული

ამ ადამიანებმა თავისი თავი გამოავლინეს. რადიკალური ოპოზიცია ლამობს, რომ ის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაამართლოს, რასაც 2020 წლიდან ინტენსიურად ვუყურებთ. კერძოდ, რევოლუციის მცდელობებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ამ სცენარისთვის უშველებელი თანხებია დახარჯული.„ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი გამოაქვეყნა. შეგიძლიათ, ნახოთ, მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში რამდენია დახარჯული. საუბარია, ათეულობით მილიონ დოლარზე. 4 ოქტომბრის რევოლუციას მხარს არ უჭერს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოსახლეობის დიდი ნაწილი, არამედ ისინიც, ვინც მხარს ოპოზიციას უჭერენ. ამ ადამიანებს ისეთი ოპოზიცია არ უნდათ, რომელიც ქვეყანას ისე დაამარცხებს, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ის ერთ-ერთია, მან ნიშა ნახა, რომ თავი გამოიჩინოს. პირადი ამბიციის უკან ამ სისხლიანი ორგანიზაციის გეგმა დგას, რომ ქვეყანაში არჩევნებით ვერ მოდიან და რევოლუციით უნდა მოვიდნენ. ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ რევოლუციას სათავეში ჩაუდგეს. ის ​ხოშტარია-ფოფხაძის მთავარი კონკურენტია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძე – ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, რათა გარე და გაუმჭვირვალე დაფინანსებით, არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა

ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით, რათა გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალიზმის გაღვივების ყველა მცდელობა დაკავშირებულია უცხოურ სპეცსამსახურებთან, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.„ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით იმისათვის, რომ ჩვენ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა. თქვენ ხედავთ, ადამიანებს უმახინჯნებენ სულს, ადამიანებს უმახინჯებენ სახეს და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. უცხოური სპეცსამსახურები არიან დაკავებული საქართველოში ადამიანების სხვა მიმართულებით, არასწორი მიმართულებით განვითარებით. თქვენ ნახეთ ქართველი ლიბერალები და შეგიძლიათ, შეადაროთ ისინი, მაგალითად, ამერიკელ ლიბერალებს, ზუსტად ერთი და იგივე სახეები არიან, ზუსტად ერთი და იგივე ნიშნით გამოირჩევიან ისინი, რომ მათ ჯიში აქვთ დაკარგული. ეს ძალიან სამწუხაროა, ჩვენ ყველანაირად უნდა აღვუდგეთ წინ ფსევდოლიბერალიზმის გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი, ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე, კანონი უნდა მუშაობდეს მთელი სიმკაცრით

დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი. არის ორი მიმართულებით საქმე აღძრული, როგორც დამხობის მიმართულებით, ასევე ქრთამის დაპირების მიმართულებით. დანარჩენი, ბუნებრივია, სასამართლოს საქმეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლევან ხაბეიშვილისთვის წარდგენილ ბრალს შეეხებოდა.მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის ცნობილია, ვინ დაარქვა ხაბეიშვილს „ანიტა“ და ვინ უხდიდა ჯერ 3 000 და შემდეგ 5 000 ლარს.„ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე და ა.შ. ათასი განცხადება გაკეთდა ამ დღეების განმავლობაშიც. აქაც პრაქტიკა უნდა იყოს იმისგან განსხვავებული, რაც იყო 3-4 წლის წინ. კანონი უნდა მუშაობდეს საქართველოში მთელი სიმკაცრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები. ყველას ვპირდები, რომ როგორც სხვა მიმართულებებით გავამკაცრეთ კანონის მოქმედება, ეს ეხება კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს თუ ნარკოტიკულ დანაშაულს, ძალიან მკაცრი მიდგომები გვექნება პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებითაც. ყველა მიმართულებით გვექნება უფრო მკაცრი მიდგომები კანონის აღსრულების ნაწილში, ვიდრე ეს იყო წარსულში. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობთ ნარკომანებს, „ნაცებს“, ორგანიზებულ დამნაშავეებს, მაგრამ ეს აწყობს საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია

რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ევროკომისიის ახალი, მე-19 პაკეტი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია, – ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესმდივანმა, პაულა პინიომ „ევროპეისკაია პრავდას“ განუცხადა.„რამდენადაც ვიცი, სანქციების პაკეტი განსახილველად ჯერ არ წარგვიდგენია. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ის მზადების პროცესშია“, – აღნიშნა პაულა პინიომ.​ამასთან, ევროკომისიის მთავარი პრესმდივნის მოადგილე ოლოფ გილი აცხადებს, რომ როდესაც საქმე სანქციებს ეხება, ევროკომისია გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სანქციებმა მაქსიმალურად ეფექტურად იმოქმედოს.ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს. დონალდ ტრამპის თქმით, ევროპელებს რუსეთის მიმართ საკმარისად მკაცრი პოზიცია არ აქვთ, ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ. ამასთან, ტრამპი მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუ ამას ნატო-ს წევრი ყველა ქვეყანა გააკეთებს და რუსული ნავთობის შეძენას შეწყვეტს. რუსული ნავთობის შესყიდვების გამო ამერიკამ პრეტენზიები ევროპული ქვეყნების მიმართაც გამოთქვა.

ბოლო სიახლეები