შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს შეხვდა. მინისტრის თქმით, მოხდა უკანონო დაკავება და ძალის გამოყენება, ხოლო ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზები ბუნდოვანია.
ციხელაშვილის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადმოასვენონ.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თეებერვალს, გაამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.