არ საუბრობენ რეალური დაფინანსების წყაროზე, მათთვის მომგებიანი არ იქნება ამ ინფორმაციის გასაჯაროება – ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის დაფინანსებაზე
არ საუბრობენ რეალური დაფინანსების წყაროზე, მათთვის მომგებიანი არ იქნება ამ ინფორმაციის გასაჯაროება – ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის დაფინანსებაზე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, თუ საიდან აქვს დაფინანსება ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას და ამას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ „რუსთავი-2“-ის „ღამის კურიერში“ განაცხადა, მათთვის ამ ინფორმაციის გასაჯაროება მომგებიანი არ იქნება.
„შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ბედნიერი არ იქნებიან ამ ინფორმაციის გასაჯაროებით. საუბარი მაქვს კონკრეტულ დაფინანსების წყაროზე, სწორედ იმიტომ არ საუბრობენ რეალური დაფინანსების წყაროზე, რომ მომგებიანი არ იქნება მათთვის ამ ინფორმაციის გასაჯაროება. მოგვიანებით საზოგადოება გაიგებს“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისივე თქმით, მთლიანობაში ლოგიკური ჯაჭვი იკვრება.
„რა ლოგიკაც განვავითარეთ 17-18 თებერვალთან დაკავშირებით, გადადგომასთან, მერე პარტიის შექმნასთან დაკავშირებით, ეს ლოგიკური ჯაჭვი იკვრება და გრძელდება. როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს ამოცანა, რომ შენ მაქსიმალურად დაგაახლოვოს 43 %-ს, ვისგან შეიძლება მომდინარეობდეს ეს ამოცანა? მგონი მარტივია ამ შეკითხვაზე პასუხი და საზოგადოება თვითონ გამოიტანს დასკვნას. როდესაც თანხვედრაა 2-3 დღეს შორის, იქაც საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს თავისი დასკვნები. როდესაც არგუმენტი არ აქვს ადამიანს და ამტკიცებს, რომ 2-3 დღეში რაღაც უკეთესად იქნება, აქაც, ბუნებრივია, საკუთარი დასკვნები ყველამ უნდა გააკეთოს. როდესაც პასუხი არ გაქვს კითხვაზე, ამ შემთხვევაში პასუხი სხვაგან უნდა ეძიო. მარტივი ლოგიკაა. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ინფორმაცია არის უტყუარი. რაღაც ფაქტები შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მაგალითად, სად იმყოფებოდა ფიზიკურად მიხეილ სააკაშვილი 17 თებერვალს. თქვენ მოიძიეთ. ნებისმიერს შეუძლია მოიძიოს ეს ინფორმაცია, სად იმყოფებოდა სააკაშვილი 17 თებერვალს და მიხვდება, რატომ იმყოფებოდა. ამ ლოგიკურ ჯაჭვზე გვქონდა საუბარი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...