ირაკლი ჩიქოვანი – ერთმანეთს შევეჯიბროთ შინაარსობრივად, ვის გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა და კვალიფიკაცია, ეს ქვეყანა გავხადოთ ევროკავშირის წევრი
ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავდით, როგორ ხდებოდა მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის, პარლამენტის ხელყოფა და მასზე იერიშის მიტანა, ჩემთვის ჰიბრიდული საფრთხე ეს არის, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, რასაც ოპოზიცია აქამდე აკეთებდა, კარგად იყენებდა და მომავალშიც გამოიყენებს ოკუპანტი სახელმწიფო – რუსეთის ფედერაცია.
„აქ, ასევე, საუბარი იყო პარალელურ სამყაროზე. დიახ, ნამდვილად არის პარალელური სამყარო ის, როდესაც ადამიანები ყველაფერს პრობლემად წარმოაჩენენ და ამბობენ, რომ ყველაფერი ცუდადაა და არაფერი გვეშველება. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს წარმოდგენა, რომ ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურად ყველაფერი კარგად არის და მიღწეული გვაქვს ისეთ სიმაღლეებს, როცა შეგვიძლია გულხელდაკრეფილი ვისხდეთ. თქვენი თანამონაწილეობა აუცილებელია იმაში, რომ ძალიან მტკივნეული რეფორმები ერთად განვახორციელოთ, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მოვახდინოთ“, – მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციას.
დეპუტატმა ასევე უპასუხა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.
„ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი საგანგებო მდგომარეობა. ეს არის ექსტრაორდინალური საგანგებო მდგომარეობა, რომლის წინაშეც დგას მთელი მსოფლიო და სახელმწიფოს უწევდა გადაწყვეტილებების მიღება, რომ სწრაფად დაეკმაყოფილებინა ის სამედიცინო მოთხოვნები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნდა და რომელიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანას შენარჩუნებოდა შესაძლებლობა, გაეგრძელებინა ეკონომიკური განვითარება და, პირველ რიგში, დაეცვა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ნუ ვისპეკულირებთ ფაქტებით, ნუ ვიჟონგლიორებთ და ერთმანეთს შევეჯიბროთ შინაარსობრივ დებატებში, ვის გვაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა და კვალიფიკაცია, ეს ქვეყანა გავხადოთ ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ოპოზიციის მისამართით ირაკლი ჩიქოვანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...