ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ვეტოს არ დაადებს, ოპოზიციამ შესაძლოა ახალი ცვლილებები დააინიციროს.
„ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენი იდეაა, რომ თუ ეს ცვლილებები ძალაში დარჩება და პრეზიდენტი მას ვეტოს არ დაადებს, შესაბამისი ცვლილებები დავააინიციროთ, რომ გამოსწორდეს ეს ვითარება“, – აცხადებს სამადაშვილი.