პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, რეგიონში არსებულ კონფლიქტებსა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე.