ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დატოვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვაზე. ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მისი დამტკიცების შემდეგ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი ფინანსური რესურსი.

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გლობალური პანდემიის დაწყებიდან მალევე, პარტნიორებისგან (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი) მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიმეღო ამ მოლაპარაკებებში.

მინდა, გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო.

ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან.

მსურს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს, ასევე პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვუსურვო წარმატება ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მათ ამ რთულ გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასე ერთიანად და კოორდინირებულად მუშაობისთვის.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მტკიცე თანამშრომლობისათვის, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ რეგიონულ წარმომადგენლობებს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს. პანდემიის საპასუხოდ, ჩვენ სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც გვეხმარება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მემუშავა მათთან ერთად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.

მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. გუნდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგულებით.

მადლობა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, სახაზინო და საფინანსო-ანალიტიკური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურების თითოეულ თანამშრომელს.

მეამაყება რომ ვმუშაობდი თქვენთან ერთად“, – წერს ივანე მაჭავარიანი.

ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 2018 წლის 12 ივნისს დაიკავა, ვიცე-პრემიერად კი 2021 წელს დაინიშნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის… – რა რისკზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც ორსულობისას თამბაქოს მოწევას შეიძლება მოჰყვეს. პედიატრის თქმით, ვერანაირი სტრესი, რომელზეც ხშირად ორსულები აპელირებენ, ვერ შეედრება იმ რისკებს, რაც თამბაქოს მოხმარებისგან შეიძლება ნაყოფს მიადგეს.„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული – დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ. უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან, არანაირი სტრესი ამას არ შეედრება.დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა, არ არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ცრემლიანი თვალებით გვკითხა “მოეწონებოდა პატრიარქს?” – დანტესი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს

დანტესი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს და მის შესახებ წერს:„მდუმარედ იდგა და მთელი მონდომებით ხატავდა, შემდეგ შემოტრიალდა და ცრემლიანი თვალებით გვკითხა "მოეწონებოდა პატრიარქს?" საქართველო მიყვარხარ",- წერს დანტესი.

„ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება…“ – ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ: „სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს 14:00 საათზე (ხონი, ხვიჩიას I-ელი შესახვევი, N13)

დონალდ ტრამპი – ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ

ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია. ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსი“.„კითხულობთ „ნიუ იორკ თაიმს“ და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა ირანს არც ფლოტი აქვს, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები