ნიკა მელიას სურვილი რომ ჰქონოდა გირაოს გადახდის და ამ ფორმით თავისუფლებაზე ყოფნა, ის აუცილებლად გადაიხდიდა, ნიკა მელიამ ეს გადაწყვეტილება შეგნებულად მიიღო, ამით ის შეეწინააღმდეგა იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ გამოიტანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
„ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი გადაწყვეტილება. პოლიტიკური იმიტომ, რომ დიახაც, ჩვენ არ ვაღიარებთ ამ საქმეს, რომელიც უკავშირდება გავრილოვის საქმეს, რის გამოც ასამართლებენ ნიკა მელიას და ეს არის ჩვენი და ნიკა მელიას პროტესტი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.