კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისსა და ქვემოჭალაში მცხოვრებ 41 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, 91 თვითიზოლაციაში იმყოფება.
კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ატარებს ეპიდკვლევას.
,,სოფლებში სამთავისსა და ქვემოჭალაში დაგვიფიქსირდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები, მათ შორის არიან პედაგოგებიც და შესაბამისად, სწავლა გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. პრევენციის მიზნით დაიკეტა საბავშვო ბაღი და ასევე, სოფლის ტაძარი, რადგან დადასტურებულ შემთხვევებს შორის არიან მრევლის წარმომადგენლებიც. ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, – აღნიშნა კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ნონიაშვილმა.