კვირა, თებერვალი 8, 2026

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ გივი ჭიჭინაძე აირჩიეს #1TVSPORT

2021 წლის 29 მარტს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის  ახლადარჩეული გამგეობის პირველი სხდომა. სხდომას პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე თავმჯდომარის სტატუსით გაუძღვა. გამგეობის წევრებმა თავისი რიგებიდან გამგეობის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს  გივი ჭიჭინაძე.

თორნიკე გოგებაშვილმა, რომელიც 2020 წლის აგვისტოდან ახორციელებდა  რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციებს, გამგეობის წევრებს წარუდგინა  კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიში, რა დროსაც ისაუბრა კავშირის ფინანსურ მდგომარეობაზე და არსებულ გამოწვევებზე. ამის შემდეგ  იოსებ ტყემალაძემ გამგეობას მოახსენა თავისი ხედვის შესახებ, რომელიც ეხებოდა რაგბის კავშირის კრიზისიდან გამოსვლის გეგმას და შესთავაზა გამგეობის წევრებს ეფიქრათ  მის მიერ გაჟღერებულ პრობლემათა გადაჭრის გზებზე და სურვილის შემთხვევაში, განსახილველად წარმოედგინათ თავიანთი წინადადებები შემდგომ გამგეობის სხდომებზე.

გამგეობის სხდომამ  განიხილა  ასევე სხვა საკითხები, რომლებიც  ეხებოდა კავშირის ახალი წესდების პროექტს, განახლებული სადისციპლინო რეგულაციების მიღების საჭიროებას, კაცთა ლიგებში კოვიდ 19-თან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს, ინფრასტრუქტურულ საკითხებს, საფესტივალო ტურნირებს და ბავშვთა რაგბის საჭიროებებს საქართველოში, ბავშვთა რაგბის განვითარების ჭრილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია – კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხიб პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტადб საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხი მაგონებს პატარა ბავშვების ჩხუბს, სადაც ბავშვები ერთმანეთს აჯავრებენ, არა, მე მოგიგე, არა, მე მოგიგეო და შემდეგ მეორე ღიზიანდება, ვინც უფრო ძლიერიაб ის სცემს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამ მიდგომაში დაახლოებით ასეთ ბავშვურ მიდგომას ხედავს.„ვფიქრობ, პირიქით, რა მიზნებიც ამ კანონს აქვს, იმის საწინააღმდეგო შედეგს მიიღებს „ქართული ოცნება“, რადგან, საბოლოო ჯამში, მასშტაბურად ვერ აუკრძალავ ადამიანებს იმის თქმას, რაც პირზე ადგათ და როცა ხალხს მოუნდება, მთავრობას უთხრას, რომ მას არ აღიარებენ, ამას კანონით ვერავინ ვერ დაიცავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.მისი თქმით, ქართული პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად, ეს უფრო საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად, ისევე როგორც სხვა ცვლილებები, რომლებიც ამ პაკეტში შედის, მათ შორის, საერთაშორისო დაფინანსების მიღების აკრძალვა.„გმომდინარე იქიდან, რომ არსებული კანონმდებლობითაც ხელისუფლებას ყველაფრის უფლება აქვს, მოგეხსენებათ, როცა სასამართლო ჯიბეში გიზის, რასაც გინდა, იმას გააკეთებ, მაგრამ ასეთი ტიპის ცვლილებები და ამასთან გამოწვეული ხმაური უკავშირდება იმას, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ჩვენი მკაცრი მთავრობა არ ხუმრობს და ყველას დასჯას აპირებს. მგონია, ეს არის მესიჯი, თორემ ბოლო წლების განმავლობაში რისი უფლება არ ჰქონიათ და არ მიუცია სასამართლოს მათთვის?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტო – „დანონი ნუტრიციის“ შეტყობინების საფუძველზე ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მულტინაციონალური კომპანიიდან, „დანონი ნუტრიციიდან“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვნა განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) ახალი სახელმძღვანელო მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას.„2026 წლის 2 თებერვალს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანომ (EFSA) ბავშვთა კვებისთვის  დააწესა ცერეულიდის (cereulide) დაბალი ზღვარი. წარმოების პერიოდში კი „დანონის“ პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იყო ევროკავშირის ყველა მოქმედ რეგულაციასთან, თუმცა, კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებაღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, მულტინაციონალური კომპანიის, „დანონი ნუტრიციის“ ბრენდის პროდუქტების იმპორტიორმა საქართველოში – კომპანია „ჯისი Georgian Info Service“-მა (სკ 211357850) მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება სარეალიზაციო ქსელიდან სურსათის კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ, დაუკავშირდა დისტრიბუტორს და მიმდინარეობს საწყობის დეტალური ინვენტარიზაცია.პირველადი მონაცემებით, საწყობში აღნიშნული პარტიის პროდუქცია არ იძებნება. აღმოჩენის შემთხვევაში კი შემდგომი რეაგირების მიზნით სურსათი დაილუქება.სურსათის ეროვნული სააგენტო პროცესზე სრულ ზედამხედველობას ახორციელებს და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას.ცერეულიდი (cereulide) არის ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ და იწვევს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასიკვდილო ნიპას ვირუსი ინდოეთის საზღვრებს გასცდა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

სასიკვდილო ნიპას ვირუსი ინდოეთის საზღვრებს გასცდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ბანგლადეშში ნიპას ვირუსით ინფიცირების შემდეგ პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა და დასძინა, რომ მათი აზრით, საერთაშორისო გავრცელების რისკი კვლავ დაბალი რჩება. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.პარასკევს, ჯანმომ განაცხადა, რომ პაციენტი 28 იანვარს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, სადაც სპეციალისტების ჯგუფმა ყელის ნაცხი და სისხლის ნიმუშები აიღეს. უწყების ცნობით, სპეციალისტებმა ვირუსის ლაბორატორიული დადასტურება მომდევნო დღეს მიიღეს."2026 წლის 3 თებერვალს, ბანგლადეშის ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების (IHR) ეროვნულმა ორგანიზაციამ, ჯანმო-ს აცნობა ნიპას ვირუსის (NV) ინფექციის ერთი დადასტურებული შემთხვევის შესახებ რაჯშაჰის ოლქში“, - ნათქვამია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში.განცხადება გაკეთდა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც ინდოეთის აღმოსავლეთ შტატში, დასავლეთ ბენგალში, ნიპას ვირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ინდოეთის ხელისუფლება მუშაობს მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, რომელიც, მათი თქმით, დიდწილად კონტროლის ქვეშაა.ინდდოეთში, დასავლეთ ბენგალში, ნიპას ვირუსის აფეთქებამ შეშფოთება გაზარდა ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში, რამაც აეროპორტებში ჯანმრთელობის შემოწმების მკაცრი ზომების დაწესება გამოიწვია. ამასთან, ჯანმო-მ განაცხადა, რომ, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რაიმე სახის მოგზაურობის ან ვაჭრობის შეზღუდვის რეკომენდაციას არ გასცემს."ჯანმო ნიპას ვირუსის მიერ შექმნილ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთო რისკს აფასებს, როგორც დაბალს, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე", - ნათქვამია შეფასებაში.

„მიყვარხარ უსაზღვროდ“ – ლიზა ჩიჩუას ემოციური მიმართვა დედას

ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი 6 თებერვალს იუბილარია. ქეთი დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს, მათ შორის არის ქეთი შვილი ლიზა ჩიჩუა„დე, გილოცავ დაბადების დღეს! მიყვარხარ უსაზღვროდ!“, – წერს ლიზა ჩიჩუა და მისი უფროსი შვილისა და დედის ერთობლივ ფოტოს გვიზიარებს. 

ძლიერი შტორმის გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში ერთი ადამიანი დაიღუპა

შტორმის გაძლიერების გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში კი ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი” წერს.ესპანეთის სამხრეთით, ანდალუსიის რეგიონში 11 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები, ხოლო ესპანეთის მასშტაბით თითქმის 170 გზატკეცილი დაიკეტა, პორტუგალიაში რკინიგზის მიმოსვლა შეფერხდა.ესპანელი ფერმერების თქმით, კოკისპირულმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა მინდვრები დატბორა და მათ მოსავალს მილიონობით ევროს ღირებულების ზარალი მიაყენა.პორტუგალიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ, წინასწარი შეფასებით, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სექტორებში ზარალი დაახლოებით 750 მილიონ ევროს შეადგენს. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ შტორმი მომდევნო დღეებში გაძლიერდება.

ბოლო სიახლეები