დღეს მქონდა სხვადასხვა შეხვედრები პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძიებინა გზები, იმისთვის რომ ყველაზე რთული პუნქტები ამ მედიაციისა შესრულებულიყო. ეს რთული პროცესია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
„დემოკრატია საჭიროებს, რომ მხედველობაში სხვა მხარეების ინტერესებიც იყოს მიღებული. როგორც ყოველთვის, მე ახლაც ვამბობ, რომ ეს ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას. რაც შეეხება პროცესს, მე ვუთხარი პარტიების ლიდერებს, რომ მომავლისთვის მდგრადი ჩარჩო გაკეთდეს. ესაა ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს იმის საჭიროებას, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა, იმისთვის რომ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი გაიზარდოს. საბოლოდ პარტიებზეა დამოკიდებული, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე. ესაა შესაძლებელი ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემმოკრატიული სიმწიფე. თუ იქნება მიღწეული შეთანხმება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები, სადაც მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი“, – განაცხადა დანიელსონმა .