მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, 1-ელ აპრილს ყველა უწყებას ექნება შესრულებული ის ვალდებულება, რომელსაც შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი აკისრებთ

Read Time:43 Second

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების მითითებულ ვადებში შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

„შეხვედრას ესწრებოდა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომელთაც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის მიხედვით აკისრიათ ვალდებულება, 1-ელ აპრილამდე უზრუნველყონ სამოქმედო გეგმების დამტკიცება. შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესო იყო იმ საკითხების გარკვევა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმების შედგენასთან არის დაკავშირებული და ამის მიხედვით განგვესაზღვრა, რამდენად არსებობს რეალურად მზადყოფნა, რომ 1-ელ აპრილს შესრულებული იყოს სრულად ეს ვალდებულებები. გამოიკვეთა საინტერესო ინფორმაცია, სამომავლო გეგმები. ვფიქრობთ, ყველა წინაპირობა გვაქვს იმის სათქმელად, რომ 1-ელ აპრილს ყველა უწყებას ექნება შესრულებული ის ვალდებულება, რომელსაც კანონი მათ აკისრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესებისთვის ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი: მივესალმებით იმას, რომ საქართველო და უკრაინა მხარდაჭერას უწევენ ნატოს სხვადასხვა მისიასა და ოპერაციას
Next post გიორგი ვოლსკი: ვერ შევეგუეთ აზრს, რომ ჩვენი მოქალაქეები – აფხაზები და ოსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ