ელისო ბოლქვაძე და მიხეილ სარჯველაძე საქართველოში UNISEF-ის ხელმძღვანელს ხასან ხალილს შეხვდნენ

Read Time:30 Second

პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის UNISEF ხელმძღვანელს ჰასან ხალილს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვისა და პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესწავლა და ახალი საშუალებების გაჩენა იყო.

გაეროს მისიების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული კონფლიქტების მოგვარების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია ქმედითი გეგმების შემუშავება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ელისო ბოლქვაძემ იუნესკოს მშვიდობის ელჩის სტატუსით უკვე მიიღო მონაწილეობა კინო ვარსკვლავ, ანჯელინა ჯოლისთან ერთად ჟენევაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე და ამჟამად დეპუტატის სტატუსით ჩაერთვება ახალი ინიციატივით. ახლო მომავალში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან, ერთად Unisef – ის მაღალი ჩართულობით, დაგეგმილია რეგიონული გასვლითი ვიზიტები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა იმნაძემ ის გვერდითი მოვლენები დაასახელა, რომლებიც კოვიდზე აცრის შემდეგ განუვითარდა
Next post ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნა: AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია