ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას პოზიციები დღითიდღე უმძიმდება
სანამ ჩამოვიდოდი ვნახე ოპონენტების განცხადებები და ეს არის იმ პირობების უხეში დარღვევა, რომლებიც შეთანხმებულია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე“ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მოლაპარაკების არცერთ დეტალზე არ ვისაუბრებთ. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში, არცერთ წითელ ხაზზე არ უნდა ყოფილიყო საუბარი. თქვენ თუ ნახავთ ამ განცხადებებს, საუბარია რამდენიმე წითელ ხაზზე, ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ სახეს. ბორელს შემთხვევით კი არ ლანძღავდნენ გუშინ. იმიტომ ლანძღავდნენ, რომ მათთვის ევროპა არის უცხო, დასავლეთი არის უცხო. ეს მათი ბუნებაა და აქედან გამომდინარე არ სცემენ პატივს დასავლურ ინსტიტუტებს და მათ შორის პირობას, რომელსაც ისინი დებენ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ისინი გუშინ მთელი დღის განმავლობაში ლანძღავდნენ ბორელს და ევროკავშირს და დღეს ისაუბრეს წითელ ხაზებზე. ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორია მათი დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტებისა და ზოგადად დასავლური ინსტიტუტების მიმართ. ოპოზიციას თავისი პოზიციები დღითიდღე უმძიმდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...