მუნიციპალიტეტის დონეზე ყველაფერი ადამიანის უფლებებთანაა დაკავშირებული- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სახალხო დამცველის წარმომადგენელი და თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.
„მუნიციპალიტეტის დონეზე ყველაფერი ადამიანის უფლებებთანაა დაკავშირებული, დაწყებული ტრანსპორტით, დამთავრებული გარემოს დაცვით. ამ საკითხში თვითმმართველობების დონეზე მოქალაქეთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“-განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა