ჟოზეფ ბორელი: პოლიტიკური საქმიანობა არაა ჯანსაღი, თუ არ არსებობს დიალოგი – პარლამენტის გვერდის ავლით, პლურალიზმს ვერ დავამკვიდრებთ
პოლიტიკური საქმიანობა არაა ჯანსაღი, თუ არ არსებობს დიალოგი, პარლამენტის გვერდის ავლით, პლურალიზმს ვერ დავამკვიდრებთ. ყველას ვთხოვთ, ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდეს, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
„ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ამ მდგომარეობაში – ქვეყანა ებრძვის პანდემიას და ამასთან, ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი აქვს შესასრულებელი. ესაა საარჩევნო სისტემის, სასამართლო სისტემის რეფორმა. მთავრობისთვის, ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რათა სამომავლოდ, შეთანხმება მიიღწეს. პოლიტიკური საქმიანობა არაა ჯანსაღი, თუ არ იარსებებს დიალოგი, პარლამენტის გვერდის ავლით, პლურალიზმს ვერ დავამკვიდრებთ. ყველას ვთხოვთ, ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდნენ“ – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...