დავით სერგეენკო: ინფექციური დაავადების პრევენციისთვის ვაქცინაციაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია
თუკი აქამდე პანდემიასთან ბრძოლისათვის არსებობდა მხოლოდ მობილობის შემცირების, დისტანცირების, ნიღბისა და ხელების დამუშავების ინსტრუმენტები, ამას დაემატა უმძლავრესი ტექნოლოგია, ვაქცინაცია და შეგახსენებთ, რომ ბოლო ორას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, კაცობრიობას არ შეუქმნია უფრო ეფექტური ტექნოლოგია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში, ვიდრე ვაქცინაციაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ საქართველოში დაიწყო პანდემიასთან ბრძოლის ახალი, პრინციპულად განსხვავებული ეტაპი – ვაქცინაცია კოვიდინფექციის წინააღმდეგ.
„ვაქცინაცია დღეს, ალბათ, ყველაზე უფრო სპეციფიკური სფერო გახდა. ერთი მხრივ, რთულად მოსაძებნია სხვა ისეთი ინდუსტრია, რომელიც ასეთი დეტალური დაკვირვებისა და მონიტორინგის საგანია და მეორე მხრივ, ვაქცინაცია თავის მნიშვნელობით გასცდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს და ძალიან დიდი პოლიტიკური შემადგენელი შეიძინა, ეს ფაქტორები აუცილებლად გასათვალისწინებელია.
ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, ვაქცინაციაზე მოვუსმინოთ მხოლოდ დარგის პროფესიონალებს. მსოფლიოში დღეს რამდენიმე სახის ვაქცინა გამოიყენება და საქართველომ თავისი მოქალაქეებისადმი დააწესა ხარისხის მაღალი თამასა. ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვიდა, არის ბრიტანულ-შვედური წარმოების და დღეს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი და აქედან 11 მილიონი მხოლოდ დიდ ბრიტანეთში. იმედი მაქვს, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ჩვენთან ვაქცინაცია უფრო ფართო მასშტაბით ჩატარდება. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვაქცინაციაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება ინფექციური დავადებების პრევენციისთვის კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ქვეყან
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...